შემთხვევითი აღმოჩენები 21 – 2024

მაღვიძარა

2143455
შემთხვევითი აღმოჩენები 21 – 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 21 – 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 21 – 2024

მაღვიძარა

ცხოვრებაში რა არის ის, რისი დაბრუნებაც შეუძლებელია? წარსულის ბრძენმა ადამიანებმა ეს 4 პუნქტში ჩამოთვალეს; გასროლილი ისარი, ნათქვამი სიტყვა, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და, რაც მთავარია, გასული დრო. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური საქმეების კეთებისას ვერ ვხვდებით, როდესაც უკან მოვიხედავთ ვაცნობიერებთ, რომ დრო არ უნდა დავკარგოთ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, გასული დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ადამიანები ცდილობდნენ უძველესი დროიდან დღემდე დროის ეფექტურად გამოყენებას და გარკვეულ ინტერვალებად დაყოფას, წლებად, თვეებად და დღეებად... ჩვენი ყველაზე დიდი დამხმარე ამ მხრივ არის საათები. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ დროის დინებას მობილური ტელეფონების, პლანშეტებისა თუ კომპიუტერების ციფრული ეკრანებით, საათები, რომლებსაც მაჯაზე ვატარებთ ან ჩვენი სახლისა და სამუშაო ადგილის კედლებზე გვაქვს ჩამოკიდებული, ბოლომდე არ გამქრალა ჩვენი ცხოვრებიდან.

ვინ გამოიგონა პირველი საათი? ჩვენ რეალურად არ ვიცით ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ სხვადასხვა რეგიონის სხვადასხვა ცივილიზაციამ შეიმუშავა სხვადასხვა პრაქტიკა დროის გარკვეულ ინტერვალებად დაყოფისთვის. პირველი მათგანი იყო მზის საათი, რომელიც გამოიყენებოდა ეგვიპტეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000 წელს. მზის საათს წყლის, სანთლის და ქვიშის საათები მოჰყვა. ყველა მათგანი იყო მათი ეპოქის მნიშვნელოვანი გამოგონება, მაგრამ როდესაც მსოფლიოს მოსახლეობა გაიზარდა და დაიწყო საქალაქო ცხოვრება, ამ პრიმიტიულმა სამეცნიერო გამოგონებებმა ვეღარ დააკმაყოფილა საჭიროებები. პირველი მექანიკური საათები 1300-იან წლებში გამოჩნდა და დროთა განმავლობაში გაუმჯობესდა.   გერმანელმა პიტერ ჰენლაინმა ზამბარის გამოყენებით შექმნა ისტორიაში პირველი მოსამართი საათი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზუსტ დროს არ აჩვენებდა, ხალხმა დაიწყო ამ საათების ჯიბით ტარება. ბევრი მეცნიერი, იტალიელი გამომგონებლი გალილეო გალილეიდან დაწყებული ჯონ ჰარისონით დამთავრებული, ასევე ფიქრობდა საათებზე, მაგრამ ამ გამოგონებებს მცირე ნაკლი ჰქონდა; არცერთი მათგანი არ ეხმარებოდა ადამიანებს ტკბილი ძილიდან გაღვიძებაში.

მაღვიძარა არის ალბათ დღის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ შემაწუხებელი რამ, რასაც ვიყენებთ დილით თბილი საწოლიდან ასადგომად და სკოლაში, სამსახურში ან სადმე სხვაგან წასასვლელად. მაღვიძარა მექანიკური თუ ციფრული, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და იძულებითი საჭიროების მქონე შემთხვევითი გამოგონებაა. 1761 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებული საათის ხელოსანი ლევი ჰატჩინსი იყო ადამიანი, რომელსაც დილით ძალიან ადრე უწევდა გაღვიძება და ამავდროულად ვერ ახერხებდა გაღვიძებას და ყოველ დილით აგვიანებდა სამსახურში. ჰატჩინსმა იფიქრა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებდა სახლთან ახლოს მდებარე ეკლესიის ზარის დახმარებით, რომელიც ყოველ დილით გაღვიძებაში ეხმარებოდა. ის თავის ბიოგრაფიაში ამ მომენტს ასე აღწერს: „ჩემი იდეა იყო ხმამაღალი განგაშის შექმნა, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო. მერე ჩემი სახლის გვერდით ეკლესიის ზარი გამახსენდა. დიდი ყუთი გავაკეთე და ჩემი სპილენძის საათის მექანიზმი მასში მოვათავსე. ლურსმნებისა და კბილანების გამოყენებით მექანიზმი პატარა ზარს მივამაგრე. როდესაც საათის ისარი ოთხს აღწევდა, კბილანა ლურსმანს ძლიერად აწვებოდა და ლურსმანი ზარს ურტყამდა, მაგრამ ეს ერთი დარტყმა ძალიან ძლიერი იყო და მეღვიძებოდა".

პატარა შეცდომაც დაუშვა ჰატჩინსმა, რომელმაც მოახერხა საათის ზამბარას სისტემის და პატარა ზარის დიდ ხის ყუთში გაერთიანება. მისი ახალი გამოგონება, მაღვიძარა, ირთვებოდა დღეში ერთხელ და მხოლოდ დილის 4 საათზე რეკავდა, სხვა დროისთვის კი მექანიზმი არასაკმარისი იყო. თუმცა, ლევი ჰატჩინსის ამ გამოგონებამ დიდი ყურადღება მიიპყრო როგორც ქალაქებში, ისე ფერმერებში, რადგან იმ წლებში ამერიკაში საქმიანი ცხოვრება ძალიან ადრე იწყებოდა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთათვის. ლევი ჰატჩინსს არასოდეს დაუპატენტებია თავისი გამოგონება, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში აგრძელებდა მაღვიძარას წარმოებას.

დროთა განმავლობაში ინჟინრებმა გააუმჯობესეს და დააპატარავეს ჰატჩინსის მარტივი მექანიზმი და პატენტი მიენიჭა ფრანგს ანტუან რედის, რომელმაც გამოიგონა პირველი მოსამართი მექანიკური საათი და მაღვიძარა მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი სახლების განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაძლოა, ეს საათები მტვრიან თაროებზე წლების წინ შემოვდეთ, მაგრამ ლევი ჰატჩინსის გამოგონება დღეს ჩვენს მობილურ ტელეფონებში იმალება და ყოველ დილით აგრძელებს ჩვენს გაღვიძებას.



მსგავსი ინფორმაციები