ენერგეტიკული დღის წესრიგი 30-2024

როგორია 2024 წლის მიზნები ენერგიაში?

2165115
ენერგეტიკული დღის წესრიგი 30-2024

ენერგეტიკული დღის წესრიგი 30-2024

როგორია 2024 წლის მიზნები ენერგიაში?

2024 წლის პირველი ნახევარი უკვე გავიდა... თურქეთი აგრძელებს იმ მიზნების უმეტესი ნაწილის მიღწევას, რაც დასახული იყო ამ წლის დასაწყისში.

ნავთობის მოპოვების სფეროში, 2024 წლის სამიზნე ჯამში, 200 ათასი ბარელით განისაზღვრა. 2023 წელს გადადგმული ნაბიჯებით შირნაქი თურქეთის ნავთობის ცენტრად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სულ 100 ათასი ბარელი ნავთობი იწარმოება, ახალი აღმოჩენებით, დღეში 200 ათასი ბარელი ნავთობის მოპოვება იგეგმება გაბარში, მოწამე ესმა ჩევიქისა და მოწამე აიბუკე იალჩინის საბადოებზე...

გასულ წელს საბურღი სამუშაოები 214 ახალ ჭაბურღილზე დაიწყო. ნავთობის ჭაბურღილების რაოდენობამ 2 ათასს მიაღწია.

ახალი სასიხარულო ამბები ბუნებრივ აირთან დაკავშირებით იქნება

2024 წლის მაისის მდგომარეობით, თურქეთმა მოხსნა რეკორდი წარმოებაში შავი ზღვის ბუნებრივი აირის წვლილით. ის დღეში 5 მილიონ კუბურ მეტრს აჭარბებდა. ბუნებრივი აირის წარმოება დაიწყო 2 მილიონი ოჯახისთვის.

ბუნებრივი აირის მოპოვების მოცულობა მიმდინარე წლის, ივლისის ბოლოსთვის დღეში 6 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. წლის ბოლომდე ახალი აღმოჩენებითა და ბურღვითი სამუშაოებით მიზნად არის დასახული, დღეში მინიმუმ 7 მილიონი კუბური მეტრის გადაჭარბა.

გამოცხადდა, რომ 2024 წელს ბუნებრივი აირის განაწილების ინფრასტრუქტურაში 25 მილიარდი ლირის ინვესტიცია განხორციელდება. ბუნებრივი აირის საცავი იქნება ამის უმეტესი ნაწილი.

სილივრიში მდებარე ობიექტს აქვს ბუნებრივი აირის შესანახი მოცულობა 4,6 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო Tuz Göl-ში (მარილის ტბა) მდებარე ობიექტს აქვს ბუნებრივი აირის შენახვის მოცულობა 1,2 მილიარდი კუბური მეტრი.

ის მიზნად ისახავს 2028 წლის ბოლოსთვის მარილის ტბის საცავის აუზის ტევადობის გაზრდას 5,4 მილიარდ კუბურ მეტრამდე. რაც შეეხება, სილივრის საცავის სიმძლავრეს 6 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა იგეგმება.

ამრიგად, თურქეთი 2028 წელს გაზრდის შენახვის მოცულობას დაახლოებით 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

ყოველდღიური მოხმარების 20 პროცენტი მუდმივად ინახება.

მწვანე რევოლუცია ელექტროენერგიაში

2024 წლის ივნისის ბოლოსთვის თურქეთის მწვანე ენერგიის სიმძლავრემ 110 332 მეგავატს მიაღწია.

 ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა მწვანე ენერგიის ინვესტიციებმა.

• 2023 წელს თურქეთის მთლიანი ენერგიის წარმოების 35% უზრუნველყოფილი იყო განახლებადი ენერგიის წყაროებით. 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 50 პროცენტს გადააჭარბა.

• 2024 წელს მზის ენერგია 8%-დან 10%-მდე გაიზარდა, ქარის ენერგია 7%-დან 8%-მდე, ჰიდროელექტროენერგია 13%-დან 15%-მდე.

თურქეთის დადგმული სიმძლავრე განახლებად ენერგიებში 2024 წლისთვის 21 ათასი მეგავატით გაიზრდება და 49 პროცენტს მიაღწევს.

ამ კონტექსტში, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მცურავი მზის ენერგიის ელექტროსადგურების სამართლებრივი რეგულირება მიღებულ იქნა, თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში (TBMM).

აქქუიუ-ს (Akkuyu) ატომური ელექტროსადგური და ახალი პროექტები

ამჟამად 410 ბირთვული რეაქტორი მუშაობს 31 ქვეყანაში, ხოლო 57 ბირთვული რეაქტორი მშენებლობის სტადიაშია 17 ქვეყანაში. ატომურ ელექტროსადგურებში წარმოებული ელექტროენერგია შეესაბამება მსოფლიოს ელექტროენერგიის მიწოდების დაახლოებით 10%-ს. ქვეყნების მიხედვით, საფრანგეთი ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების 63%-ს აკმაყოფილებს, სლოვაკეთი 59%-ს, უნგრეთი 47%-ს, ბელგია 46%-ს, სამხრეთ კორეა 30%-ს და აშშ 18%-ს ბირთვული ენერგიით.

მშენებარე ბირთვული რეაქტორებიდან 21 ჩინეთშია, 8 ინდოეთში და 4 თურქეთში.

აქქუიუ-ს (Akkuyu) ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობა გრძელდება. საწვავის გადაზიდვით აქქუიუ-მ (Akkuyu) მიიღო ბირთვული ობიექტის სტატუსი. მიმდინარე წელს საცდელი ტესტირების დაწყება იგეგმება.

ობიექტი შედგება 4 რეაქტორისგან, რომელთა სიმძლავრეა 1200 მეგავატი. აქქუიუ-ს ატომური ელექტროსადგური სრული სიმძლავრით 2026 წელს იმუშავებს.

სრული ფუნქციონირებისას ელექტროსადგური ყოველწლიურად დაახლოებით 35 მილიარდ კილოვატ/საათ ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. იგი დააკმაყოფილებს თურქეთის ენერგიის მოხმარების 10 პროცენტს.

მიუხედავად იმისა, რომ აქქუიუ-ს ატომური ელექტროსადგური პირველია თურქეთისთვის, ის არ იქნება ერთადერთი ბირთვული ობიექტი. უმოკლეს დროში იგეგმება ორი ახალი ბირთვული ობიექტის საძირკვლის ჩაყრა, ერთი სინოპში და მეორე თრაკიაში.



მსგავსი ინფორმაციები