აქტუალური თემის ანალიზი 21 - 2024

რაისის ჩამოვარდნილი ვერტმფრენი და თურქული უპილოტო სააფრენი აპარატები

2143966
აქტუალური თემის ანალიზი 21 - 2024

აქტუალური თემის ანალიზი 21 - 2024

აქტუალური თემის ანალიზი 21 - 2024

რაისის ჩამოვარდნილი ვერტმფრენი და თურქული უპილოტო სააფრენი აპარატები

SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

აზერბაიჯანის საზღვარზე ალიევთან ერთად ერთობლივი კაშხლის გახსნის ცერემონიის შემდეგ თავრიზში დასაბრუნებლად აფრენილი ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანი და მთელი მაღალი დონის დელეგაცია დაიღუპა. შვეულმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ ირანული სამაშველო ჯგუფები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ნამსხვრევების აღმოჩენას და იძულებული გახდნენ თურქეთისგან დახმარება ეთხოვათ. თურქეთი ამ თხოვნას ძალიან სწრაფად გამოეხმაურა და მონაწილეობა მიიღო AKINICI TİHA-თი სამაშველო სამუშაოებში. თურქეთის ამ ნაბიჯმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მილიონობით ადამიანი სააგენტო „ანადოლუ“-ს და FlightRadar24-ის პლატფორმებით პირდაპირი ეთერით თვალყურს ადევნებდა აქინჯის თუ როგორ ცდილობდა ვერტმფრენის ნამსხვრევების პოვნას. საიდუმლო რჩება, ვერტმფრენის ჩამოვარდნა უბედური შემთხვევა იყო თუ დივერსია. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს: 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ ორი ქვეყნის საზღვარზე „ქალწულის ციხე“-ს და „ჰუდაფერინი“-ს სახელობის კაშხლები გახსნეს. ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენთან კონტაქტის გაწყვეტა, რომელიც აზერბაიჯანის საზღვარზე ალიევთან ერთობლივი კაშხლის გახსნის შემდეგ თავრიზში დასაბრუნებლად აფრინდა, მოულოდნელად საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. ირანის მიერ გაკეთებულმა ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა და რაისის ბედის გაურკვევლობამ გამოავლინა სიტუაციის სერიოზულობა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ვერტმფრენი, რომელშიც პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ხელისუფლების მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, ჩამოვარდა. ირანის სახელმწიფო აპარატები და სამაშველო ჯგუფები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ნამსხვრევების აღმოჩენას და იძულებული გახდნენ დახმარება თურქეთისგან ეთხოვათ.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანულ მხარესთან კონტაქტისთანავე, ვერტმფრენი ღამის ხედვის სისტემებით და AKINCI TİHA სწრაფად გაიგზავნა რეგიონში.

AKINICI TİHA სწრაფად ჩავიდა რეგიონში და მონაწილეობა მიიღო სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში. AKINCI-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანდა, რომ რეგიონში ძალიან ცუდი ამინდი იყო და ქარიშხალი და ნისლი მუშაობას ძალიან ართულებდა. SAT com-ისა და TürkSAT-ის თანამგზავრების მხარდაჭერის შედეგად, AKINCI-მ მოახერხა რაისის ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ნამსხვრევებთან თერმული და სხვა გამოსახულების სისტემებით მიღწევა და კოორდინატები ირანის ხელისუფლებას გადასცა.

 თურქეთის ამ ნაბიჯს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მილიონობით ადამიანი უყურებდა Flight Radar-ის და სააგენტო Anadolu-ს პირდაპირ ეთერში როგორ ცდილობდა აქინჯი ვერტმფრენის ნამსხვრევების პოვნას. დილით, როდესაც ნამსხვრევები აღმოაჩინეს, გაირკვა, რომ ვერტმფრენში მყოფი ყველა, მათ შორის რაისი, დაიღუპა.

დივერსია თუ უბედური შემთხვევა?

ჯერ არ არის ნათელი რაისის ვერტმფრენი ცუდი ამინდის გამო ჩამოვარდა თუ დივერსია იყო. ირანის შესაბამისი ორგანოები იმუშავებს და სიმართლეს გამოავლენს. რა თქმა უნდა, თუ ეს დივერსიაა, პირველ რიგში ყველას ისრაელი გაახსენდება. მოგეხსენებათ, ღაზაში შეჭრის შემდეგ ირანსა და ისრაელს შორის ჯერ იყო წარმომადგენლობითი, შემდეგ კი პირდაპირი სამხედრო კონფლიქტები, მაგრამ შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილა აშშ-ს მიერ ისრაელის გაფრთხილებამ. თუმცა ისრაელმა სრულად ვერ უპასუხა ირანის შედარებით ძლიერ შეტევებს. ისრაელის ოფიციალური პირები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ირანი იხილავს პასუხს, როცა დრო მოვა. თუმცა ისიც ცნობილია, რომ რაისის მიერ გამოყენებული ვერტმფრენი სულ მცირე 30 წლისაა და არ გააჩნია საკმარისი ტექნიკური აღჭურვილობა რთული ამინდის პირობებში ფრენისთვის. რეგიონში დიდი შტორმისა და ნისლის გათვალისწინებით, არასასურველი ამინდის გამო ავარიის ალბათობა უფრო მაღალია.

საბოლოო ჯამში, ტექნიკური გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა დივერსია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სერიოზული კრიტიკა გაჩნდება ირანის სახელმწიფოს კომპეტენციაზე. სერიოზული კრიტიკა იქნება როგორც ვერტმფრენის ტექნიკურ უკმარისობაზე, ასევე სამაშველო სამუშაოების სისუსტესთან და იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მათ დახმარება თურქეთის სთხოვეს.

როცა საკითხს თურქეთის პერსპექტივიდან ვუყურებთ, ვხედავთ ქვეყანას, რომელმაც თავისი მეზობლური მოვალეობა შეასრულა ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ირანის დახმარების თხოვნა დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდა და მობილიზებული იქნა ყველა ტექნიკური საშუალება. გარდა ამისა, AKINCI SİHA-სა და TürkSat-ის თანამგზავრების წარმატებამ მსოფლიოს დიდი ყურადღება მიიპყრო და თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრესი კიდევ ერთხელ აჩვენა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთ-ორ ქვეყანას, მაგალითად აშშ-ს აქვს ის შესაძლებლობები, რასაც თურქეთმა მიაღწია.



მსგავსი ინფორმაციები