გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 21-2024

ქირქლარელის ბრაკანას დესერტი

2142872
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 21-2024

ქირქლარელის ბრაკანას დესერტი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 21-2024        

ილქერ თაშქინ

ქირქლარელის ბრაკანას დესერტი

რეგისტრაციის თარიღი: 13.11.2023 

დესერტი ბრაკანა, რომელიც წარმოებულია ქალაქ ქირქლარელის ბაბაესკის რაიონში, რომელიც მდებარეობს თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე, ბუიუქმანდრას ხელნაკეთობებისა და ბუნებრივი ცხოვრების ასოციაციის განაცხადის საფუძველზე, 2023 წელს გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ბრაკანას დესერტი არის შერბეთის დესერტი, რომელიც მზადდება ხორბლის ფქვილით, რძით, კვერცხით, ცხიმით და ზეთით. დესერტის დამზადების ყველაზე თვალსაჩინო თვისება, რომელიც 1877 წელს რეგიონში დასახლებული პომაკების სოფლის მცხოვრებლებით თარიღდება, არის ის, რომ მომზადებული ცომი ცივი უნდა იყოს და ამის შემდეგ ემატება კვერცხი. დესერტის მომზადებისას ჯერ ქვაბში ადუღებენ ცხიმს, ზეთს და რძეს, უმატებენ ფქვილს და ურევენ, შემდეგ გაზქურას გამორთავენ და ტოვებენ გასაცივებლად. გაცივებულ ნარევს ემატება 2 მთლიანი კვერცხი და 2 კვერცხის გული. დესერტის მომზადებისას დიდი ყურადღება ეთმობა, იმას, რომ ცომი ცივი უნდა იყოს, რათა, კვერცხები არ მოიხარშოს. საფუარის და სოდის დამატების შემდეგ ცომს ყოფენ წვრილ ნაწილებად, ახვევენ და თითს შუაზე აჭერენ, რომ მცირე ჩაღრმავება გამოვიდეს. დესერტის ნაჭრებს ათავსებენ ლანგარზე და აცხობენ ღუმელში 180 გრადუს ცელსიუსზე, სანამ არ დაიწყებს ვარდისფერ შეფერილობას. ამის შემდეგ სიროფი მზადდება, როცა ცომი ოდნავ ვარდისფერს ღებულობს და კიდევ 5-6 წუთი იწვება, სანამ დესერტის ზედა ნაწილი ოდნავ არ გახდება ყავისფერი.  ცხობის პარალელურად მომზადებულ შერბეთს ასხამენ ღუმელიდან გამოღებულ დესერტს. ამის შემდეგ დესერტს სინზე თავდაყირა ატრიალებენ და ტოვებენ დასარბილებლად. ბრაკანას დესერტს მიირთმევენ გაციების შემდეგ.



მსგავსი ინფორმაციები