გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 56-2023
ისპარტის ულუბორლუს მაქმანი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 56-2023
ილქერ თაშქინ
ისპარტის ულუბორლუს მაქმანი
რეგისტრაციის თარიღი 09.05.2022
თურქეთის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მდებარე, ქალაქ ისპარტას ულუბორლუს რაიონი ცნობილია, ხელნაკეთი „მაქმანებით“. რაიონის მუნიციპალიტეტის განაცხადის საფუძველზე 2022 წელს, ულუბორლუს მაქმანი, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. მაქმანები იქსოვება პატარა ხელის ხელსაწყოებით. კვადრატული ფორმის ულუბორლუს მაქმანი, რომელიც კიდეებზე ამოქარგულია, დიდი ხანია მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რეგიონის პატარძლის კანდიდატების მზითვისთვის. ულუბორლუს მაქმანებზე ვარდის ფიგურა ფართოდ არის გამოყენებული, მაგრამ ასევე არის სხვა მოტივებიც. ულუბორლუს მაქმანები, რომელიც მთლიანად ხელით არის დამზადებული, თურქული ტრადიციული ხელნაკეთობების ერთ-ერთი უიშვიათესი ნიმუშია. მაქმანის შემქმნელს შეუძლია გამოიყენოს მწვანე, ვარდისფერი, ყვითელი, წითელი და მეწამული ძაფები ერთდროულად, არჩეული მოტივის მიხედვით.
მსგავსი ინფორმაციები

თურქული საგარეო პოლიტიკის მაჯისცემა 07-2025
ალ-შარას ვიზიტი თურქეთში: სტრატეგიული თანამშრომლობა და რეგიონალური ბალანსი