გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 52-2023

აიაშის პომიდორი

2030383
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 52-2023

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 52-2023        

ილქერ თაშქინ

აიაშის პომიდორი

რეგისტრაციის თარიღი 05.10.2022  

აიაშის პომიდორი, რომელსაც სახელი, თურქეთის დედაქალაქის, ანკარის აიაშის რაიონის საპატივცემულოდ დაარქვეს, არის ბოსტნეულის სახეობა, რომელიც სასურველია მოხმარდეს ტომატის პასტასა და ტომატის სოუსს. პომიდორი განსაკუთრებით მოხმარებადია, მისი მკვეთრი გემოს, თხელი ქერქის და ჭარბი წვნიანობის გამო. აიაშის პომიდორი 2022 წელს რაიონის სოფლის მეურნეობის პალატის განაცხადის საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. იგი მიიღება მხოლოდ ამ რეგიონისთვის სპეციფიკური თესლისგან წარმოებული ნერგებიდან. პომიდვრის ნერგების დარგვა მაისიდან იწყება, უბნის მაღალი სიმაღლის გამო, რომელიც ტიპიური კონტინენტური კლიმატია. მწარმოებლები თითოეულ ნერგს შორის დაახლოებით 2 მეტრს ტოვებენ. ნერგების ამ ფორმით დარგვა, ზრდის მოსავლიანობას და ნაყოფის ზომას ჰაერის ცირკულაციისა და მზის ზემოქმედების უზრუნველსაყოფად. პროდუქტის მიღება ძირითადად აგვისტოს თვეში იწყება. აიაშის პამიდვრის წონა 300-400 გრამს აღემატება. აიშის პომიდორი, რომელიც არ არის მყარი და თითით შეხებისას იშლება, მჟავიანობის მაღალი შემცველობის გამო ოდნავ მარილიანი და ლიმონის არომატი აქვს.



მსგავსი ინფორმაციები