გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 34-2023

სიირთის შალ შეფიკის ქსოვილი

1979594
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 34-2023

სიირთის შალ შეფიკის ქსოვილი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 34-2023        

ილქერ თაშქინ 

სიირთის შალ შეფიკის ქსოვილი

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში მდებარე სიირთის ერუხის რაიონის მუნიციპალიტეტის განცხადების საფუძველზე, „სიირთის შალ შეფიკის ქსოვილი“ 2022 წელს გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. „სიირთის შალ შეფიკის ქსოვილი“ არის ამ რეგიონში გავრცელებული თხის ჯიშის ბეწვისაგან დამზადებული ქსოვილის სახელი. ქსოვილის, რომლის წარმოებაშიც ქიმიკატები არ გამოიყენება, ღებავენ ასფოდელოს და სხვა მცენარეების ფესვებით დამზადებული ნახარშით. ქსოვილის სიგანე მინიმუმ 33 სანტიმეტრია,  სიგრძე კი სურვილისებრ 130-დან 1300 სანტიმეტრამდე. ქსოვილი ზამთარში სითბოს, ზაფხულში კი სიგრილის ინარჩუნებს. ქსოვილის წარმოებას დაახლოებით 600 წლიანი ტრადიცია გააჩნია. მის დამზადებას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება.



მსგავსი ინფორმაციები