გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 23-2023

ამასიის ვაშლი

1943842
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 23-2023

ამასიის ვაშლი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 23-2023       

ილქერ თაშქინ

ამასიის ვაშლი

თურქეთის შავი ზღვის რეგიონში მდებარე ამასიის პროვინცია ცნობილია თავისი უნიკალური არომატითა და „ამასიის ვაშლით“. აკადემიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაშლის წარმოებას რეგიონში 2000 წლიანი ისტორია აქვს. პროვინციის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის დირექტორატის განცხადების საფუძველზე 2019 წელს ამასიის ვაშლი, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ამასიას, რომელსაც აქვს გარდამავალი თვისება შავი ზღვისა და ცენტრალური ანატოლიის რეგიონების კლიმატს შორის, აქვს ზომიერი კლიმატი, მიკროკლიმატის მახასიათებლებით. ქალაქის შუაგულში გამავალი მდინარე იეშილირმაქის მიერ გამოკვეთილი ღრმა ხეობის გამო, ეს ხეობა და კლიმატური მახასიათებლები ქმნის  ნიავს ამასიის პროვინციაში და ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი თვისებების ფორმირებაში, როგორიცაა ამასიის ვაშლის უნიკალური სუნი და არომატი. ამასიის ვაშლი ყვავილს ფოთლებთან ერთად შლის. მისი ყვავილი ვარდისფერია. ყვავილების რაოდენობა ხუთია და ვარსკვლავის ფორმისაა. ხრაშუნა, თხელკანიანი, თეთრი შიდა ნაწილი, წვნიანი და სურნელოვანია, რომელიც გამოირჩევა წითელ-თეთრი ბზინვარებით და უნიკალური არომატით. ნაყოფი, რომლის შეგროვება სექტემბრის მეორე ნახევრიდან იწყება, კარგად შენახვის პირობებში მაისამდე ძლებს.



მსგავსი ინფორმაციები