გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 22-2023

ბითლისის ადილჯევიზის ხელჯოხი/ტროსტი

1940713
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 22-2023

ბითლისის ადილჯევიზის ხელჯოხი/ტროსტი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 22-2023        

ილქერ თაშქინ

ბითლისის ადილჯევიზის ხელჯოხი/ტროსტი

თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში, ვანის ტბის სანაპიროზე მდებარე, ქალაქ ბითლისის ადილჯევაზის რაიონის სახელობის „ადილჯევიზის ხელჯოხი/ტროსტი“ 2019 წელს ადილჯევაზის სოფლის მომსახურების ასოციაციის განაცხადის საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ხელჯოხის ნედლეული, რომელიც ორ სახეობად იწარმოება ხანდაზმულების ყოველდღიური გამოყენებისა და ტურისტული მიზნებისათვის, რაიონში სპეციალურად მოყვანილი ნიგვზის ხეებიდან მზადდება. ხელჯოხზე ამოტვიფრული მოტივები კი ურარტული, სელჩუკებისა და ოსმალეთის მოტივებით მზადდება. ასე გადაეცემათ მომავალ თაობებსაც. ასევე არსებობს ხელჯოხების მოოქროვილი და მინიატურული ნიმუშები, რომლებსაც ოცდახუთზე მეტი სახეობა აქვს. ყოველდღიურად გამოსაყენებელი ხელჯოხი იწარმოება საკმარისად სქელი, რომ გაუძლოს ადამიანის წონას, ხოლო ტურისტული მიზნებისთვის განკუთვნილი ჯოხი უფრო თხელია და დიზაინიც განსაკუთრებული ესთეტიკით გამოირჩევა.



მსგავსი ინფორმაციები