გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 17-2022

ნიღდეს ობრუქის ხალიჩა

1922903
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 17-2022

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 17-2022        

ილქერ თაშქინ

ნიღდეს ობრუქის ხალიჩა

„ობრუქის ხალიჩა“, რომელიც თურქეთის ცენტრალური ანატოლიის რეგიონში მდებარე, ქალაქ ნიღდეს ბორის რაიონის სოფელ ობრუქის სახელს ატარებს, თურქეთის ხელით ქსოვის ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს. ბორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის განაცხადის საფუძველზე 2017 წელს, ობრუქის ხალიჩა, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ობრუქის ხალიჩა, ყურადღებას იქცევს თავისი უნიკალური გეომეტრიული ნიმუშებით და მზადდება ცხვრის მატყლისგან მიღებული ბუნებრივი შეღებილი ნართის გამოყენებით. ობრუქის ხალიჩის წარსული სელჩუკების იმპერიის პერიოდამდე წვდება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რეგიონში სახლებშიც ფართოდ გამოიყენებოდა. ხალიჩის დამზადებისას ყველაზე მეტად გამოყენებული მოტივები გახლავთ, თევზი და ვაშლი. ხალიჩებზე გამოყენებული მოტივები სიმბოლოა ისეთი საკითხების, როგორიცაა ნაყოფიერება, იღბალი, ჯანმრთელობა, სიკვდილი, ცოდვა, ავი თვალი და მარადისობა.



მსგავსი ინფორმაციები