გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 16-2022

იოზგათის არაბაში

1921956
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 16-2022

იოზგათის არაბაში

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 16-2022        

ილქერ თაშქინ

იოზგათის არაბაში

თურქეთის ცენტრალურ ანატოლიის რეგიონში მდებარე იოზგათი არის ქალაქი, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ხორცისა და საკონდიტრო კერძებით. ქალაქის ცნობილი კერძი, იოზგათ არაბაში (Yozgat Arabaşısı) (სუპი), 2011 წელს, იოზგათის მუნიციპალიტეტის განცხადების საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც იოზგათის არაბაში-ს სხვა სუპებისგან განასხვავებს არის ის, რომ გამომცხვარი პურით კი არა, არამედ, უმი ცომით დაღეჭვის გარეშე მიირთმევენ. ამ სუპისთვის წითელი ხორცის ნაცვლად უპირატესობას ანიჭებენ ქათმის, ბატის ან ინდაურის ხორცს, რომელიც განსაკუთრებით ზამთრის თვეებში ხალხმრავალ წვეულებებისთვის მზადდება. სუპის მომზადებისას ხორცს ჯერ ადუღებენ და შემდეგ წვრილად ჭრიან. ამასობაში 5 კოვზ ფქვილს სხვა ტაფაზე უზეთოდ წვავენ, წყლით ათხელებენ, რომ თხევადი კონსისტენცია მოიპოვოს. ცალკე ქვაბში ტომატის პასტას, მარილს, შავ პილპილს, ფანტელებს წვავენ კარაქში რა, უმატებენ 4-5 ჭიქა მდუღარე წყალს და დაახლოებით 3 ლიტრ ჩვეულებრივ წყალს და ადუღებენ. დუღილის დაწყებისას წვნიანს ნელ-ნელა აყრიან წყალში გათხელებულ მოხალულ ფქვილს, ადუღების შემდეგ ნარევს უმატებენ ხორცის პატარა ნაჭრებს და წვნიანს ადუღებენ კიდევ 5-10 წუთის განმავლობაში. ამასობაში, დაახლოებით 2 ლიტრ წყალს და ხორბლის ფქვილს აურევენ ცალკე ქვაბში რათა გადაიქცეს ცხელ და თხევად ცომად. ჭურჭელში ჩასხმული ცხელი ცომი რჩება გასაცივებლად. გაცივებულ ცომს სველი დანით ჭრიან ფახლავის ფორმის პატარა ნაჭრებად. ჭურჭლის შუა ნაწილი იხსნება წვნიანის თასზე და არაბაშის სუპს ათავსებენ გაღებულ ადგილას. ცომის ნაჭრებს ათავსებენ კოვზში და მიირთმევენ წვნიანთან ერთად დაუღეჭავად.



მსგავსი ინფორმაციები