აქტუალური თემის ანალიზი 26-2022

რუსეთ-უკრაინის ომი

1785122
აქტუალური თემის ანალიზი 26-2022

აქტუალური თემის ანალიზი 26-2022               

რუსეთ-უკრაინის ომი

როგორც მოსალოდნელი იყო ვლადიმერ პუტინმა, დონბასის რეგიონში ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებისა და შემდეგ ამ რეგიონში რუსეთის „სამშვიდობო ძალების“ გაგზავნით, კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების ნაცვლად, მისი გაღრმავება აირჩია, რისი დასტურიც გახდა რუსი ჯარების შეტევაზე გადასვლა. ამ გზით ფაქტობრივად მოლაპარაკებების მაგიდიდან გაქრა მინსკის ოქმი, რომელიც 2014 წლიდან დაწყებული, ორ მხარეს შორის დიალოგის მთავარი საფუძველი იყო. უფრო მეტიც, პუტინი სამხედრო ოპერაციითაც არ დაკმაყოფილდა და ახალი პირობები წამოაყენა, მათ შორის კიევის მხრიდან ყირიმის ანექსიის მიღება, ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა და მისი მთლიანი განიარაღება. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევის დირექტორის პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

მართალია ამ ეტაპზე დონბასის რეგიონი გამოდის როგორც მთავარი ფოკუსირებული კვანძი, მაგრამ, იგი არ გახდება კრიზისი მოგვარების ფაქტორი, რადგან, მრავალი ექსპერტის აზრით, პუტინი ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ აქვს უპირატესობა კრიზისის ესკალაციისათვის და ცდილობს ყველა ნაბიჯი გადადგას ძალიან ფრთხილად, რათა მიაღწიოს უფრო დიდ გეოპოლიტიკურ მიზნებს და ამ გათვლაში შედის სწორედ უკრაინაში შეჭრაც.

იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი უკრაინას ხედავს როგორც რუსული გეოპოლიტიკური წარმოსახვის არსებით ელემენტად და დასავლეთთან ანგარიშსწორების ადგილად, ამიტომაც იგი არ მიიღებს დონბასის კრიზისის მოგვარების არც ერთ ფორმულას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დონბასი არ წარმოადგენს რუსეთის უსაფრთხოების პრობლემებიდან თუ დასავლეთის მიმართ გეოპოლიტიკური შეშფოთებიდან გამოსავალს.

ამ ეტაპზე, პირველი კითხვა, რომელიც ლოგიკურად ჩნდება, ის არის, თუ რა სახის ქმედება შეუძლია პუტინს დონბასის  იმ დანარჩენი ნაწილისთვის, რომელიც არ არის ოკუპირებული რუსების მხრიდან. რუსეთის  არმიის მიერ 1999 წელს ჩეჩნეთში, 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს ყირიმში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციების ნიმუშების გათვალისწინებით, მოსკოვის პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს უკრაინის იძულება, დონბასის არა ოკუპირებული ნაწილებიდან გასვლისა. ამ სცენარის განხორციელება კი იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ უკრაინა ხსენებული რეგიონის არა ოკუპირებულ მიწებს, რომელსაც ამჟამად თავად აკონტროლებს, რუსეთს დაუთმობს. ამასთან, თუ დასავლეთის მიერ მოსკოვზე ეტაპობრივად განხორციელებული ემბარგოები არაეფექტური იქნება და რუსული არმიის სამხედრო ძალა კიდევ უფრო გაიზრდება, გარდაუვალი ომის საფრთხე გახდება კიევისათვის.

მეორე შესაძლებლობა არის რუსული უმცირესობის დაცვის საბაბით შეტევა მთელი დონბასის ფრონტის ხაზზე და  ეფექტური ბრძოლა ადგილზე, რაც უკრაინას აიძულებს სეპარატისტული რესპუბლიკების რუკაზე მონიშნული ყველა რეგიონიდან გასვლას და სწორედ ამას გულისხმობს პუტინის მხრიდან აღიარებული დამოუკიდებლობის ტექსტიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დამოუკიდებლობის ამღიარებელი დოკუმენტის მიხედვით, უკრაინული არმია საკუთარ ტერიტორიაზე „ოკუპანტის“ პოზიციაზეა იქნება აყვანილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინა მთლიანად დატოვებს დონბასის რეგიონს, რომლის 70%-ს ამჟამად თავად აკონტროლებს და რაც მთავარია, აზოვის ზღვაში მდებარე მარიუპოლის პორტიც, რომელიც ამჟამად უკრაინის კონტროლს ექვემდებარება, ასევე გადავა მარიონეტული „დონეცკის სახელმწიფოს“ ხელში.

თუ ეს სცენარი განხორციელდება, მაშინ, რუსეთის სტრატეგიული უპირატესობა აზოვის ზღვაში კონსოლიდირებული იქნება და უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირის პუნქტიც რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავა. მეორეს მხრივ რუსეთი შესძლებს ყირიმთან სახმელეთო ხაზით დაკავშირებასაც. უკრაინის არმიამ მართალია 2014 წელს მოახერხა ამ სტრატეგიული რეგიონის დაცვა, მაგრამ, ახლა შესაძლოა ვეღარ გაუძლოს რუსეთის არმიის თავდასხმებს და ქალაქი რუსეთს გადასცეს. აქ არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ მარიუპოლი ასევე არის უკრაინის არმიის მთავარი სამეთაურო ცენტრი, საიდანაც იგი მართავს სეპარატისტებისა და რუსეთის არმიის საწინააღმდეგო ოპერაციებს.

მარიუპოლის დაკარგვა უკრაინისთვის მხოლოდ ეკონომიკური ზარალი არ იქნება, არამედ, ლოჯისტიკური თვალსაზრისითაც დონბასის რეგიონის თავდაცვის ხაზის შესუსტებაც იქნება. მოკლედ, თუ რუსეთის ამჟამინდელი მიზანი მთლიანი დონბასის აღებაა, მაშინ მას მოუწევს ადგილზე ბრძოლა. თუმცა, ასეთი ომი მისთვის არც თუ ისე ადვილი იქნება, რადგან, მოუწევს იმდენი კოლოსალური ფინანსების გაღება, რაც  აქამდე არ დაუხარჯიათ. აქედან გამომდინარე, პუტინი პირველ ეტაპზე  მთლიანი დონბასის ხელში ჩაგდებას შეეცდება იძულებითი მეთოდებით, „მარიონეტული“ გზით, ე.ი. სეპარატისტების ხელით.



მსგავსი ინფორმაციები