მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 23-2022

სახის ნერვის დამბლა

1772299
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 23-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 23-2022

სახის ნერვის დამბლა

გადაცემა მომზადებულია ექიმ მეჰმედ უჩარის მიერ

თემა, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ, არის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს სახის ნერვის დამბლის დროს.

სახის ნერვის დამბლა არის სახის ზოგიერთი ან ყველა კუნთის მოძრაობის შეუძლებლობა. სახეზე მოხვედრილი ნერვული ბოჭკოების ზემოქმედების შედეგად ხდება მიმიკური კუნთების პარალიზება. ჯანმრთელობის ამ პრობლემის დროს, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში; პაციენტს არ შეუძლია წარბის აწევა, თვალების დახუჭვა და პირის მოძრაობა. ამ მდგომარეობას მედიცინაში სახის დამბლა ეწოდება.

ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს სახის დამბლის დროს:

• ქოქოსის ზეთი

აიღეთ 1 სუფრის კოვზი სუფთა ქოქოსის ზეთი და ოდნავ გაათბეთ. შეიზილეთ ნაზად სახის დაზიანებულ მხარეზე. გააჩერეთ მინიმუმ 30 წუთი სანამ ჩამოიბანთ. გააკეთეთ ეს დღეში 2-3-ჯერ.

• მასაჟი

ერთ ჩაის კოვზ ქოქოსის ზეთს დაამატეთ ექვსი წვეთი ლავანდის ეთერზეთი ან გვირილის ზეთი. ნაზად დაიზილეთ სახის დაზიანებული მხარე ამ ნარევით რამდენიმე წუთის განმავლობაში, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. სახის მასაჟი დღეში ორჯერ უნდა გაიკეთოთ.

• ვიტამინი B12

უნდა მივიღოთ B12 ვიტამინით მდიდარი საკვები. მაგალითად:

წითელი ხორცი: წითელი ხორცის მქონე ცხოველების განსაკუთრებით ცხვრის ღვიძლი და თირკმელები არის იმ საკვებს შორის, რომელიც შეიცავს B12-ის დიდ რაოდენობას.

რძე და რძის პროდუქტები: რძე, მაწონი, ყველი.

თევზი და ზღვის პროდუქტები: სკუმბრია, სარდინი, ორაგული, კალმახი და ტუნა.

თეთრი ხორცი და კვერცხი (ქათმის ღვიძლი და კვერცხის გული) მდიდარია ვიტამინი B12 -ით.

• შავი კუმინის ზეთი

შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი შავი კუმინის ფხვნილი ერთ ჩაის კოვზ თაფლს. მიირთვით ეს ნარევი ყოველდღიურად. ასევე შეგიძლიათ შეიზილოთ სახეზე შავი კუმინის ზეთი.

მიირთვით შავი კუმინის ფხვნილის და თაფლის ნარევი დღეში ორჯერ.

აბუსალათინი

ოდნავ გაათბეთ ორი ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი და ნაზად შეიზილეთ სახეზე. დაასველეთ სუფთა ქსოვილი ცხელ წყალში, გაწურეთ და დაიდევით სახეზე. როცა გაცივდება, დაასველეთ ცხელ წყალში და გაიმეორეთ პროცედურა. ამის გაკეთება დღეში ორჯერ შეგიძლიათ.

• წვანე ჩაი

მწვანე ჩაი უნდა დალიოთ თაფლის შერევით დღეში 2-3-ჯერ.

• ნიორი და ზეითუნის ზეთი

სამი კბილი ნიორი გაჭყლიტეთ ხის ჭურჭელში, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და მიირთვით ერთბაშად. მიიღეთ ეს ნარევი დღეში ორჯერ.

• ჯანჯაფილი

ჯანჯაფილის ფხვნილის და თაფლის შერევით მზადდება პასტა. ერთი ჩაის კოვზი მიირთვით დილით და საღამოს.

დღეში 2-3-ჯერ შეგიძლიათ თაფლშერეული ჯანჯაფილის ჩაის დალევა.

• ღვიის ზეთი

ღვიის ზეთით შეგიძლიათ სახეზე მასაჟი გაიკეთოთ.

• ლავანდის ყვავილი

3 მუჭა ლავანდის ყვავილი ჩაყარეთ 50 გრამ თბილ წყალში. გააჩერეთ 48 საათის განმავლობაში და გაფლიტრეთ. ეს ნარევი შეიზილეთ პარალიზებულ ნაწილზე.

• როზმარინის ჩაი

1 ჭიქა ცხელ წყალში ჩაყარეთ 10 გრამი როზმარინი, გააჩერეთ 10 წუთი და დალიეთ 2-3 ჭიქა დღეში.

 



მსგავსი ინფორმაციები