იცით თუ არა, რომ 49/2020

„ტროის მუზეუმი - ვირტუალური მუზეუმი“

1536994
იცით თუ არა, რომ 49/2020

იცით თუ არა, რომ 49/2020

„ტროის მუზეუმი - ვირტუალური მუზეუმი“

იცით თუ არა, რომ გლობალური პანდემიის პერიოდში ტროას მუზეუმს ვირტუალურ გარემოში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ესტუმრა?

მსოფლიოს მრავალი ქვეყანის მსგავსად ვირტუალური ტურის პროგრამით თურქეთის მუზეუმების მონახულებაც არის შესაძლებელი. მათგან ერთ-ერთია ჩანაქქალეში 5 ათას წლის ისტორიის მქონე ტროას ანტიკური ქალაქის შესასვლელში მდებარე ტროის მუზეუმი. პანდემიამდე ტროის მუზეუმს ვირტუალური პროგრამა არ ჰქონდა, თუმცა გლობალური პანდემიის გამოცხადებიდან ათი დღის შემდეგ კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ მუზეუმი ვირტუალურ გარემოში გახსნა დამთვალიერებლებისთვის. ტროის მუზეუმის ინტერნეტით დასათვალიერებლად შექმნილ ვირტუალურ მუზეუმს დღემდე დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ეწვია.

გარდა ტროის მუზეუმისა, ანატოლიის ცივილიზაციათა მუზეუმის, ეფესოს მუზეუმის, ანკარის ეთნოგრაფიული მუზეუმის, ზეუგმას მოზაიკის მუზეუმის, ანტალიის მუზეუმის, გობექლითეფეს მსგავსი კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ბევრი სივრცის დათვალიერება შესაძლებელია ინტერნეტ მისამართზე www.sanalmuze.gov.tr


საკვანძო სიტყვები: #მუზეუმი , #ტროა , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები