მაუწყებლობა დაიწყო სპეციალურად TRT-ს 60 წლის იუბილისთვის მომზადებულმა ვებგვერდმა
მაუწყებლობა დაიწყო სპეციალურად TRT-ს 60 წლის იუბილისთვის მომზადებულმა ვებგვერდმა
2134743
![მაუწყებლობა დაიწყო სპეციალურად TRT-ს 60 წლის იუბილისთვის მომზადებულმა ვებგვერდმა](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/c21d/17cb/85cf/6419300889495.jpg?time=1722042535)
მაუწყებლობა დაიწყო სპეციალურად TRT-ს 60 წლის იუბილისთვის მომზადებულმა ვებგვერდმა „trt60yasinda.com“.
TRT-ს განცხადებით, საიტი მოიცავს ეროვნულ და საერთაშორისო მაუწყებლებს, ციფრულ აპლიკაციებს, ნამუშევრებს, რომელთაც რეკორდული რაოდენობის მაყურებლები ჰყავდა და პროექტებს განათლების სფეროში.
საიტი ასევე დამთვალიერებლებს წარუდგენს თურქეთის დაუვიწყარ ხმებს, სახეებს და ცნობილ ნამუშევრებს.
TRT-ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ X-ით გაკეთებულ განცხადებაში თქვა: "ჩვენი მეხსიერებიდან შთაგონებით, მომავლისკენ სიამაყით. 60-ე წელს TRT გარდაიქმნება, იზრდება და ძლიერდება. ჩვენი 60 წლის საიუბილეო სპეციალური ვებგვერდი ჩართულია“.