თურქეთი ღაზის მოსახლეობისთვის დახმარებას აგრძელებს
თურქეთი ღაზის მოსახლეობისთვის დახმარებას აგრძელებს
2135632
![თურქეთი ღაზის მოსახლეობისთვის დახმარებას აგრძელებს](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/a0ce/1e51/762e/66056ba91936a.jpg?time=1722046463)
მე-11 დახმარების გემი, რომელსაც, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით მომზადებული 5 ათას 66 ტონა ჰუმანიტარული დახმარების მასალა გადააქვს ღაზის მოსახლეობისთვის, გუშინ მერსინის საერთაშორისო პორტიდან გაიგზავნა.
აღნიშნული დახმარების გემი დაახლოებით ორი დღის შემდეგ ეგვიპტის, ელ-არიშის პორტში ჩააღწევს, საიდანაც სატვირთო მანქანებით შესაბამისი დახმარებები ღაზის მოსახლეობაზე გადასაცემად გაიგზავნება.
საბაჟო პროცედურების შემდეგ მასალები, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციას გადაეცემა, რის შემდეგად მიეწოდებათ ღაზაში გაჭირვებულებს.