იცით თუ არა, რომ? 28/2019

მიდასი და გორდიონი

1243193
იცით თუ არა, რომ? 28/2019

იცით თუ არა რომ გორდიონი არის ანატოლიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება?

გორდიონის ანტიკური ქალაქი, თურქეთში  ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის წარსული ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წელს ეყრდნობა.

ზღვის სანაპირო ხალხების მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, როცა დასუსტებას დაიწყებს ხეთების საიმპერატორო, ბალკანეთიდან შემოსული ფრიგიელები, ცენტრად გაიხდიან ანკარის მიმდებარე რეგიონებს. სწრაფი განვითარებით დაიწყებენ ტერიტორიების გაფართოებას. ანკარიდან  29  კმ-ით მოშორებულ  ანტიკურ ქალაქ გორდიონს გააშენებს მეფე გორდიოსი და მას დედაქალაქად გაიხდის. ქალაქი,   მეფე მიდასის პერიოდში ყველაზე წარმატებულ პერიოდს გადიოდა. დღეისათვის  კი მხოლოდ ქალაქის გადმონაშთებია შემორჩენილი. ტურისტებისათვის ყველაზე მიმზიდველი კი, იმ პერიოდის გორასამარხები (ყორღანი) გახლავთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასზე მეტი გორასამარხია, რომლებიც მეფე მიდასს და ამის შთამომავლებს ეკუთვნის. ანტიკური ქალაქის შესახებ იქვე ახლოს მყოფ მუზეუმში მრავალი ისტორიული ნივთების ნახვაა შესაძლებელი. ასევე, სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმში და ანკარაში, ანატოლიის ცივილიზაციის მუზეუმშიც ანტიკური ქალაქ გორდიონის შესახებ მრავალი ნამუშევრების ნახვაა შესაძლებელი.


საკვანძო სიტყვები: #გორდიონი , #მიდასი , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები