1 ივლისი ისტორიაში

1 ივლისი ისტორიაში

326132
1 ივლისი ისტორიაში

1 ივლისი ისტორიაში          

ჩინური წყაროების მიხედვით პირველი მზის სათვალე 1200 წლის 1 ივლისს იქნა გამოყენებული. ჩინელები შუშას კვამლით აშავებდნენ და ისე იყენებდნენ, რათა მათი ფიქრები თვალებიდან არ ამოეცნოთ. მზის სათვალეს დიდი ხნის მანძილზე მოსამართლეები სასამართლო პროცესებზე იყენებდნენ.

1968 წლის 1 ივლისს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება (NPT) იქნა გაფორმებული. ამ ხელშეკრულების მიხედვით 1967 წლის 1 იანვრამდე ბირთვული იარაღის მწარმოებელი და გამომცდელი ქვეყანა ბირთვულ ძალის მქონე სახელმწიფოდ იქნა მიჩნეული. ამავე ხელშეკრულების მიხედვით აშშ-მა, ინგლისმა, საბჭოთა კავშირმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა ”ბირთვულ კლუბი” ჩამოაყალიბეს რა, ამის შემდეგ ახალი წევრების გაწევრიანება შეჩერდა.

1988 წლის 1 ივლისს საბჭოთა კავშირში კომუნისტურმა პარტიამ გორბაჩოვის მხრიდან შემოთავაზებული რესტრუქტურიზაციის პოლიტიკა ანუ ”პერესტროიკა” დაამტკიცა. ამის შემდეგ პერესტროიკის პოლიტიკამ საბჭოთა კავშირის დაშლაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

1997 წლის 1 ივნისს ჰონკონგი ჩინეთს გადაეცა. 1898 წელს ინგლისსა და ჩინეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ჰონკონგი სპეციალური ადმინისტრაციით და ეკონომიკური სისტემით 99 წლით ინგლისზე იქნა მიქირავებული რა, ამავე პირობების დაცვით ჰონკონგი 1997 წელს ჩინეთს გადაეცა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #ივლისი

მსგავსი ინფორმაციები