17 მარტი ისტორიაში

17 მარტი ისტორიაში

266996
17 მარტი ისტორიაში

17 მარტი ისტორიაში

1915 წლის 17 მარტს, ე.ი. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს, ოსმანურმა სანაღმო გემმა სახელწოდებით “ნუსრათ“-მა დაიწყო მეტად საშიში დავალების, ჩანაქკალეს, ე.ი. დარდანელის სრუტის დანაღმვა, რათა ანტანტის კრეისერებს ვერ გაევლო ამ სრუტეში და ვერ ჩაეღწიათ სტამბოლში. ანტანტის გემებმა დღისით დაიწყეს სრუტის კონტროლი და როცა დარწმუნდნენ, რომ არავითარი ნაღმის არ არსებობს დარდანელში, დაწყნარდნენ და მეორე დღეს სისხამზე შეტევაზე გადასვლა დაგეგმეს. მაგრამ, იამვე საღამოს, თურქულმა გემმა, მტრის კრეისერებისათვის გვერდის ჩუმად ავლის შემდეგ დაიწყო ნაღმების განლაგება დარდანელის სრუტეზე და სულ 26 ნაღმი განალაგა ყველაზე სტრატეგიულ წერტილებში, სადაც უნდა გაევლოთ მტრის გემებს. მანამდის კიდევ 400 ნაღმი კი თურქების მოკავშირე გერმანელებს ჰქონდათ განლაგებული და მეორე დღეს, დილით ადრე, როცა ინგლისური კრეისერები შეტევაზე გადავიდნენ, მათი ფლაგმანი ჯავშნოსნები Bouvet-ი, Irresistible და Ocean-ე ამ ნაღმებს შეეჯახნენ და ჩაიძირნენ, რამაც შეაფერხა ინგლისელების წინსვლა.

1920 წლის 17 მარტს ინგლისელმა ინტერვენტებმა ანატოლის ქალაქები აფიონი და ესკიშეჰირი დასტოვეს და გაიქცნენ რა, მათში ბერძნული ნაწილები შევიდნენ. ეს ქალაქი მათ მონტროსის ზავის შემდეგ, ე.ი. 1 წლის წინ დაიპყრეს. შეიძლება ითქვას, რომ ანტანტის ქვეყნები და საბერძნეთი ერთმანეთს თავიდან მიენდვნენ და ფიქრობდნენ, რომ ბერძნული ჯარები ანკარისკენაც წავიდოდნენ, მაგრამ, სწორედ აქ შეცდნენ, ვერ გაითვალისწინეს თურქების ძალა და 1922 წლის აგვისტოში ბერძნები ზედიზედ დამარცხდნენ ინონუს, საქარიის და დუმლუფინარის ბრძოლებში რა, აღიარეს დამარცხება და ანატოლია დასტოვეს.


1954 წლის 17 მარტს თურქეთის ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა წინა შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში 1:0 დაამარცხა ესპანეთის ნაკრები და იმ წლის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელსაც შვეცია მასპინძლობდა, მონაწილეობის უფლება მიიღო. თუმცა მანამდის, იმის გამო რომ პირველი მატჩი თურქეთს წაგებული ჰქონდა ანგარიშით 1:4, ამიტომაც დამატებითი მატჩი დაინიშნა მათ შორის ნეიტრალურ სტადიონზე, რადგან, იმ დროს გოლების სხვაობას სათვალავში არ იღებდნენ. რომში გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითი დროც ფრედ 2:2 დასრულდ, პენალტების სერიამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებულია და ბოლოს კენჭისყრის შედეგად თურქეთი წავიდა შვეციაში.


1978 წლის 17 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა ცნობილი თურქი ექიმი და პოეტი ჯეიჰუნ ატუფ კანსუ. მან 1938 წელს დაასრულა ანკარის გაზის სახელობის ლიცეუმი, რის შემდეგაც წარმატებით ჩააბარა უმაღლესის გამოცდები და ჩაირიცხა სტამბოლის სამედიცინო უნივერსიტეტში. სწორედ ამ წლებშივე დაიწყო პოეზიით გატაცება და გამოაქვეყნა მრავალი ლექსი, რომლებიც შემდეგ ორ კრებულად გამოსცა. კანსუ ითვლება თავის ეპოქის ერთ ერთ დიდ ინტელიგენტად და თავის ლექსებში ეხება თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებს და პრობლემებს. მან როგორც წარმატებულმა ექიმმა რამდენიმე წიგნი და კვლევა მიუძღვნა ბავშვთა დაავადებებს.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები