თურქული კულტურის ისტორიიდან 23

თურქული კულტურის ისტორიიდან - მაჰმუდ ღაზნევი

507549
თურქული კულტურის ისტორიიდან 23

მაჰმუდ ღაზნევი, რომელმაც მსოფლიო ისტორიაზე გავლენა მოახდინა, 971 წლის 2 ნოემბერს ბუხარაში დაიბა, თუმცა ზედმეტსახელი „ღაზნევი“ ინდოეთის ტერიტორიაზე ღრმა კვალის დატოვების გამო შეურქმევიათ. იგი ღაზნევიდების სახელმწიფოს დამაარსებლის სებუკ თეგინის ვაჟია. ცნობილია, რომ მაჰმუდ ღაზნევი პატარაობიდანევე უფლისწულის აღზრდის წესების შესაბამისად იზრდებოდა.

უფლისწულობის პერიოდში მაჰმუდმა ტრადიციიის შესაბამისად პატარაობიდანვე კარგი განათლება მიიღო, დაიზეპირა ყურანი. იგი ფლობდა რელიგიურ მეცნიერებებს. აღიზრადა მისი მამის მიერ დაწერილი წიგნის „პედნამე“-ს მიხედვით. ამ წიგნში მოცემული პრინციპების შესაბამისად, სამართლისა და კონსულტაციების სისტემით მართავდა ქვეყანას. უფლისწულობის დროს ხორასანსა და ირანის რეგიონს „მელიქის“ სტატუსით მართავდა. ამგვარად, ქვეყნის მართვა მანამ ისწავლა სანამ მის სათავეში ჩადგებოდა.

მაჰმუდმა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მამასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში, რომლებშიც გამბედაობა და ნიჭი გამოამჟღავნა. ერთი პერიოდი გარცელებული ჭორების გამო 990 წელში ის და მამამისი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც იგი ღაზნეს ციხეში გამოკეტეს. სებუკ თეგინმა გარდაცვალებამდე დაიბარა, რომ ტახტზე მისი ვაჟი ისმაილი ასულიყო. ეს ანდერძი შესრულდა და ისმაილი ტახზტე ავიდა, მაგრამ ხორასანის მელიქმა მაჰმუდმა ისმაილის მმართველობა არ აღიარა. მან ძმა ნასრი და ბიძა ბუღრაჯუკი გადაიბირა. ორი ძმია ლაშქარი ერთმანეთს 998 წელში შეებრძოლა. მაჰმუდმა ისმაილის ძალები დაამარცხა და ღაზნევიდების სახელმწიფოს ტახტზე ავიდა.

მაჰმუდ ღაზნევი თურქეთის ისტორიაში პირველი მმართველია, რომელმაც წოდება „სულთანი“ გამოიყენა. ინდოეთში პირადად მან მინიმუმ 17-ჯერ ილაშქრა. ამ ლაშქრობების დროს მან ხელთ იგდო ინდოეთის ყველა დიდი სამლოცველო და კერპი. ამის გამო მას „ინდოეთის დამპყრობელი“ და „ღაზი“ უწოდეს. მისი ყველაზე ცნობილი ლაშქრობა მე-16 ინდოეთის ბრძოლაა. ამ დროს მან ინდოეთის დასაველთ სანაპიროზე მდებარე კატიავარის ნახევარკუნძულზე ქალაქი სუმნატი აიღო. ამ ქალაქში მდებარე ინდოეთის ყველაზე დიდი კერპი „მაბუტ შივა“ დაამსხვრია. ამის გამო მას „კერპთ მსხვრვიც“ შეარქვეს. „მაბუტ შივას“ ნამსხვრევებიდან ერთი ღაზნეს დიდ მაჩეთში, მეორე ღაზნეს სახელმწიფო სასახლეში, მესამე და მეოთხე კი მედინასა და მექაში გააგზავნეს, რათა იგი სხვებისთვის გაფრთხილება ყოფილიყო.

სულთან მაჰმუდი 1030 წლის 30 აპრილამდე, ღაზნეში გარდაცვალებამდე მუხლჩაუხრელად მუშაობდა და ღაზნევიდების სახელმქიფო იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმპერიად აქცია. მისი სიცოცხლის დიდმა ნაწილმა ბრძოლის ჩელზე გაიარა. ცნობილია, რომ შაფი და ჰანეფი სამართლის მცოდნეებთან რელიგიურ საკითხებს განიხილავდა. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა და მფარველობდა მეცნიერებს. ფირდოუსის თაოსნობით უნსურიმ, ფერი სისტანმა და სხვა მელექსეებმა მისგან ჯილდოები მიიღეს. იმ პერიოდის ისტორიკოსმა ალ უტბიმ „თარიჰი იემინის“ სახელობის ნაწარმოები მაჰმუდ ღაზნევის მიუძღვნა. ასტრონომი და დიდი მათემატიკოსი ალ ბირუნი ღაზნევის სასახლეში დიდხანს ცხოვრობდა და ამ პერიოდში შექმნა „კიტაბუ თაქჰკიკუ მა ილ ჰინდი“. სულთან მაჰმუდს გარდაცვალების შემდეგ მას „სამყაროს ლომი და დროის მბრძანებელი“ უწოდეს - წერს ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი გურაი ქირპიკი.



მსგავსი ინფორმაციები