ევროკავშირმა ტერორის წინააღმდეგ ბრძოლას მხარი უნდა დაუჭიროს

თურქეთისათვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა ეროვნულ უსაფრთხოებაზე და პოლიტიკურ მიზნებზე მეტად ძვირფასი არ არის

494690
ევროკავშირმა ტერორის წინააღმდეგ ბრძოლას მხარი უნდა დაუჭიროს

ევროკავშირმა ტერორის წინააღმდეგ ბრძოლას მხარი უნდა დაუჭიროს

თურქეთისათვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა ეროვნულ უსაფრთხოებაზე და პოლიტიკურ მიზნებზე მეტად ძვირფასი არ არის.  

ევროკავშირის მიერ თურქეთთან გასაფორმებელი ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებისათვის საჭირო პირობებს შორის ანტიტერორისტული კანონის შეცვლის მუხლის შეტანის შემდეგ როგორც ჩანს ამ შეთანხმებას საფრთხე დაემუქრა. ეს მსუბუქად რომ ვთქვათ ცუდი სვლაა, უფრო მერტიც თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიის განახლებისა და მიგრანტთა კრიზისზე კონტროლის დამყარებისათვის აუცილებელი თურქეთ-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის გზიდან გადახვევის პოტენციალი გააჩნია.

თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთი და ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის პროგრამის ამოქმედებაზე შეთანხმდა. ეს მიგრანტთა კრიზისზე თურქეთ-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის ქვეშ გატარებული რიგი ზომების ერთი ნაწილია. 20 მარტიდან მოყოლებული თურქეთმა საბერძნეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში არალეგალური გზებით გადასული სირიელი მიგრანტების რეადმისია და ერთის მაგიერ ერთის პოლიტიკის შესაბამისად ერთი სირიელის მაგიერ ლეგალურად ევროპაში სხვა სირიელის გაგზავნა დაიწყო. არალეგალური გზებით გადასვლის მცდელობის მქონეთა მიმართვა ავტომატურად უქმდება.

თურქეთისა და საბერძნეთის სანაპიროებზე გატარებულმა ზომებმა არალეგალურ მიგრანტთა რაოდენობა დიდ წილად შეამცირა. ოქტომბრის თვეში ყოველდღიურად 5 ათასზე მეტი ადამიანი ცდილობდა საბერძნეთის კუნძულებზე გადასვლას. ახლა კი ეს ციფრი დღეში 100-ზე ქვემოთ ჩამოვიდა. მოქმედებს რეადმისიის შეთანხმება. მაშინ, როდესაც სირიის ომი გრძელდება და მიგრანტთა პრობლემა ქრონიკული ხდება, ევროკავშირის ქვეყნები ევროპის ქალაქების ქუჩებში ათასობით არალეგალი მიგრანტის ზეწოლა უკვე აღა იგრძნობა.

თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მაშტაბური შეთანხმების ნაწილი იყო და ხელი 2013 წელში მოეწერა. იგი ყველა შემთხვევაში მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ამოქმედებულიყო. ამოქმედების თარიღი კეთილი ნების გამოსახატავად ივნისში გადმოიტანეს.  
მაგრამ თუ ევროკავშირი ფიქროს რომ ამ ჟესტით თურქეთს მასზე დაკისრებულზე მეტ რამეს გააკეთებინებს, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს.  

თურქეთი შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას საკუთარი უსაფრთხოებისა და პოლიტიკური პრიორიტეტების სანაცლოდ არ მიიღებს. თურქეთი დიდი ხნის წინ უნდა გამხდარიყო შენგენის სავიზო სისტემის ნაწილი.  

ძალიან ცუდია მაში როცა თურქეთი მრავალ ფრონტზე ტერორიზმს ებრძვის მისგან ანტიტერორისტული კანონის შეცვლა. ამის წინ პირობად წამოყენება ძალიან მცდარი პოლიტიკური გადაწყვტილებაა.

მიზეზი მარტივია. თურქეთი პკკ-ს, დაიშ-ს, DHPKC-ს და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს ებრძვის. გასულ 8 თვეში თურქეთმა 400-ზე მეტი უსაფრთხოების ძალების წარომადგენელი და სამოქალაქო პირი დაკარგა ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმების შედეგად და ასევე ლიკვიდირებული იქნა ამ ორგანიზაციების ასობით წევრი. პკკ-მ დიარბაქირში, ჰაქქარიში, მარდინში, ანკარასა და სტამბოლში უამრავი ტერაქტი განახორციელა. დაიშის ტერორისტებმაც ათობით თურქეთის მოქალაქე მოკლეს. ქალაქი კილისი სირიიდან დაიშის მიერ ნასროლი რაკეტების თავდასხმების ქვეშაა.

თურქეთს, მიუხედავად იმისა, დაეხმარება თუ არა აშშ და ევროკავშირი, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ებრძოლოს ტერორისტულ საფრთხეებს. აქ საკითხავი შემდეგია: მაშინ, როდესაც ქვეყანას ასეთი საფრთხეები ემუქრება, როგორ ხდება, რომ ევროპა ანტიტერორისტული კანონის შეცვლას ითხოვს. ევროკავშირს მსგავსი მოთხოვნები პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ მკაცრი ზომების გამტარებელი საფრანგეთისა და ბელგიისათვის შესძლო წამოეყენებინა?

ევროპის ქალაქებში პკკ-სთან კავშირში მყოფი ათობით ორგანიზაცია მუშაობს და პროპაგანდას ეწევა, ახალ ტერორისტებს სძენს ორგანიზაციას და თანხებს აგროვებს და ამ დროს ევროპის ქვეყნები ვალდებულები არიან თურქზე ზეწოლის განხორციელების მაგიერ იქ პკკ-ს არასებობის წინააღმდეგ პატიოსნად მოიქცნენ.

თურქეთს სურს სამოქმედო გეგმის განხორციელებასა და მიგრანტთა კრიზისის კონტროლში დახმარება გაუწიოს. შენგენის ზონაში ვიზალიბერალიზაცია ამ პროცესის ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ ეს თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების საფასურად ვერ მოხდება.  

ევროკავშირმა კი ყველაზე ჭკვიანური იქნება თურქეთსა და ევროპაში ტერორისტული ჯგუფებისა და მათი მხარდამჭერების წამახალისებელი ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნის მაგიერ თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაიმ კალინის Daily Saba-ში გამოქვეყნებული სტატია​


საკვანძო სიტყვები: #იბრაიმ კალინი

მსგავსი ინფორმაციები