თურქეთის ქველმოქმედება - 13/ 02.04.16

თურქეთის მხრიდან აფრიკაში სუფთა წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოები

462159
თურქეთის ქველმოქმედება - 13/ 02.04.16

თურქეთის ქველმოქმედება - 13/ 02.04.16

თურქეთის მხრიდან აფრიკაში სუფთა წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოები

ყოველი წლის 22 მარტს მსოფლიოშისაერთაშორისოწყლის დღე აღინიშნება. მსოფლიოს მხრიდან ამ დღესთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, დღეისათვის დედამიწაზე 1 მილიარდზე მეტი ადამიანი დასალევ წყალს ვერ წვდება. თურქეთი კი, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტო, TİKA-ს მეშვეობით, სასმელი წყლის ჭაბურღილებს ხსნის. ახლა კი TİKA-ს მხრიდან აფრიკაში ამ საკითხთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციები თურქეთის წითელი მთვარის ორგანიზაციის პრესმდივანის, სელაჰათთინ ბოსტანისგან მოვისმინოთ. იგი ამბობს:

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით თურქების შუა აზიიდან მიგრაციის მიზეზი, მათ წინაპრად მიჩნეული ოღუზ ქაღანის მხრიდან ”წყლის სანაპიროს წადით” მოწოდება გახლავთ. თუ დავუკვირებით, მართლაც და სიმართლეს შეესაბამება ეს ლეგენდა. ისტორიასაც თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ თურქების შუა აზიიდან მიგრაციაში წასვლის პერიოდში იქ ძალიან დიდი გვალვებიიყო. ვისაც ცივილიზაციის შექმნა აქვს გამიზნული, აუცილებელია წყალთან ჰქონდეს ურთიერთობა, რადგან წყალი არისთვით ცივილიზაცია. თურქების ანატოლიაში ჩამოსახლების შემდეგ, განსაკუთრებით კი ოსმალეთის პერიოდში, ეგეოსის, ხმელთაშუა და მარმარილოს ზღვის სანაპიროებზე შეღწევის მცდელობაც სწორედ ეს გახლავთ. თურქებს წინაპრებისგან ჰქონდათ გათვიცნობიერებული, რომ წყალი ცივილიზაციაა. როგორც სხვა ცივილიზაციის მქონე ხალხები, ასევე თურქებიც, თავიანთი ცივილიზაციის ჩამოყალიბებას სწორედ წყლის პირას შეეცადნენ. ამოტომაა, რომ თურქებს ყველა დაპყრობილ ტერიტორიაზე წყლის არხები გაუყვანიათ და შადრევნები აუგიათ. თურქული ცივილიზაციის მთავარი ლოზუნგია: ერთსადაიმავე სამყაროში მცხოვრებდა ღმერთის მიერ გაჩენილ ყველა არსებას, საზრდოობის უფლება უნდა ჰქონდეს და თუ ყველა ამ საზრდოს თანაბრად გაინაწილებენ, სწორედ მაშინ შეიძლება, რომ ძმურად და მეგობრულად იცხოვრონ.”

გაერომ 1993 წლიდან მოყოლებული, 22 მარტი საერთაშორისო წყლის დღედ გამოაცხადა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და იმ ადგილებზე, სადაც წყალი არ სწვდებოდა, მრავალი პროექტი განხორციელდა. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, გაეროს ბოლო მონაცემებით, ჯერ კიდევ 1 მილიარდზე მეტ ადამიანს ჯერ კიდევ სასმელი წყალი არ სწვდება და ეს პრობლემ ყოველდღიურად იზრდება. პრობლემა კი ყველაზე მეტად ბავშვებში იჩენს თავს და ყოველწლიურად ორი მილიონ ადამიანს დაბინძურებული წყლის გამოყენების გამო სხვადასხვა სენი უჩნდება და იღუპება. გლობალურმა დათბობამ და დაუგეგმავი პროექტების განხორციელებამ უკვე საზოგადოებაში ე.წ. ”წყლის სიღარიბე” ტერმინიც დაამკვიდრა, მაშინ, როდესაც დედამიწაზე არსებული წყალი ყველას თანაბრად ეყოფა. მთავარი პრობლემა კი მისი არამიზნობრივად განაწილებაა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არამიზნობრივად დახარჯულ წყალს თუ მიზნობრივად დახარჯავთ, მაშინ იგი მთელ აფრიკის კონტინეტს ეყოფა. თურქეთი, როგორც სხვა საკითხებში, წყლის საკითხშიც საჭიროების ადგილას დგას და შესაბამის რეაგირებას ახდენს. თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტო, TİKA აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სასმელი წყლის ჭაბურღილებს ხსნის და მათ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. TİKA ასევე შუა აზიის და ბალკანეთის მრავალქვეყნებში სარწყავი წყლების გაყვანითაც თავის ქველმოქმედებას ანხორციელებს. აფრიკაში, გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, ხანგრძლივი გვალვების გამო და კიდევ, ქვეყნების უმრავლესობაში არსებული არასტაბილურობის გამო, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოები არასაკმარისია. TİKA-მ აფრიკის ქვეყნებიდან მავრიტანიაში 64, სენეგალში 10, მალიში 36, კამერუნში 10, ეთიოპიაში 52 და სხვა მრავალ ქვეყანაში ათასეულობით სასმელი წყლის ჭაბურღილები გახსნა. თურქეთის მხრიდან აფრიკაში ჩატარებული ამ საქველმოქმედო საქმით ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი სუფთა წყალს მიირთმევს და თურქეთის და თურქი ხალხის მადლიერები არიან, რადგან TİKA მსგავს საქმიანობებს, სწორედ ქველმოქმედი პირების მიერ შემოწირული თანხებით ანხორციელებს. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ TİKA არა მხოლოდ აფრიკის, არამედ ახლო აღმოსავლეთის და სხვა ქვეყნებშიც ანხორციელებს მსგავს ქველმოქმედებას, რაც ადგილობრივი მცხოვრებლების ჯანსაღი ცხოვრებისთვის ძალზედ მნიშვნელობანია. დიახ წყალი ცივილიზაციაა. თურქი ხალხის ცივილიზაცია კი მათ იმას ასწავლის, რომ ის რაც მათ გააჩნიათ, სხვასაც გაუნაწილონ. თურქების მიზანი ისაა, რომ მსოფლიოში ყველამ ერთად ძმურად და თანადგომით ცხოვრება შესძლოს. მათ კი ამ ყველაფერში თავიანთი წვლილის შეტანა სურთ. დღევანდელ პროგრამაში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტო TİKA-ს მხრიდან სასმელი წყლის ჭაბურღილების შესახებ თურქეთის წითელი მთვარის ორგანიზაციის პრესმდივანის, სელაჰათთინ ბოსტანის მონათხრობი შემოგთავაზეთ, მომდევნო პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ქველმოქმედება

მსგავსი ინფორმაციები