თურქული კულტურის ისტორიიდან 5

აჰმედ იასევი

437925
თურქული კულტურის ისტორიიდან 5


თურქულ ენოვანი ხალხის უდიდესი სუფისტი მოაზროვნისა და ამ მოძრაობის სულისჩამდგმელი პოეტის აჰმედ იასევის დაბადების თარიღის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა ცნობილია, რომ იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე-11 საუკუნეში და ამის შესახებ წერია მისი მოძღვარის, იუსუფ ჰამედანის ნაწარმოებებში. მამამისი შეიხ იბრაჰიმი თურქესტანის საირამის დასახლებაში მეტად პატივცემულ პირს წარმოადგენდა, რადგან იგი არაბთა ხალიფატის მეოთხე ხალიფის, ალის შთამომავალთაგანი იყო, ხოლო დედამისი აიშე ხათუნი შეიხ მუსას ქალიშვილს წარმოადგენდა და ისიც იმ დროის სწავლულთაგანს წარმოადგენდა.

აჰმედ იასევის სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებენ და მათ შორის ყველაზე გავრცელებულს ჰაჯი აჰმედი, ჰაჯი აჰმედ იასევი, კულ ჰაჯი აჰმედი და ფირ თურქესტანი წარმოადგენენ. აჰმედ იასევი თავის ყველაზე განთქმულ ნაწარმოებში “Divan-ı Hikmet”-ში, ე.ი. სიბრძნის კრებულში ღვთისადმი სიყვარულს, ტოლერანტობას, შემწყნარებლობას, გულწრფელობას, სიმართლეს და სამართალს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ქალთა უფლებებს, ცოდნა-სიბრძნეს, ადამიანების სიყვარულს, მიჯნურობას, სიკეთეს, ქველმოქმედებას უმღერის. ახლა იასევის შესახებ მომზადებულ პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, დოცენტმა გურაი ქირპიკმა და იგი წერს

აჰმედ იასევიმ განათლების მიღება თურქესტანის ქალაქ იესეში დაიწყო და მისი პირველი მოძღვარი იყო იმ დროის ერთ ერთი ყველაზე განთქმული მეცნიერი და მოაზროვნე არსლან ბაბა. თუმცა, მალე არსლან ბაბა გარდაიცვლება და ამიტომ აჰმედი სწავლის გაგრძელების მიზნით იმ დროის ისლამური კულტურისა და განათლების ცენტრ ბუხარაში გადავა, სადაც მისი ახალი მოძღვარი გახდება ასევე იმ დროის განთქმული მეცნიერი და სუფისტი მოაზროვნე შეიხ იუსუფ ჰამედანი. სწორედ მან შეასწავლა აჰმედს სხვადასხვა მეცნიერებანი და სუფისტური აზროვნება. სამწუხაროდ მალე ჰამედანიც გარდაიცვლება და აჰმედის პედაგოგები გახდებიან ჯერ აბდულლაჰ ბერქი და შემდეგ შეიხ ჰასან ენდაქი, რომლებიც ბუხარის მწიგნობრებს წარმოადგენდნენ.

1160 წელს, როცა ჰასან ენდექი გარდაიცვლება, მის ადგილზე პედაგოგად გადავა უკვე მეცნიერულად მომწიფებული აჰმედ იასევი, მაგრამ, თავისი მშობლიური ქალაქის, იესეს სწავლულობის გაფართოების მიზნით აქ გადავა და სიცოცხლის ბოლომდის აქ დარჩება, ხოლო თავის ადგილზე დასტოვებს სწავლულ შეიხს აბდულჰალიქ გუჯდუვანს. აჰმედ იასევი როცა 63 წლის გახდება, სუფისტთა სალოცავის, თექქეს ეზოში თავისი შეგირდი დერვიშებისათვის თვით გვემის და წამების საკულტოს გააშენებინებს, სადაც მარტოდ მარტო, განდეგილივით ასკეტურად იცხოვრებს ცხოვრების ბოლომდის

აჰმედ იასევი ისლამური სამართალის თვალსაზრისით ჰანეფის სექტის, ე.ი. ჰანიფიზმის მეცნიერად ითვლება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მან ძლიერი განათლება მიიღო ჯერ მედრესეში, შემდეგ კი იმ დროის უძლიერესი სწავლულებისგან, რომლებმაც მას სუფიზმიც შეასწავლეს. მაგრამ, აჰმედიმ სხვა სწავლულებისგან განსხვავებით ყველაფერი შესწავლილი სხვებსაც შეასწავლა და ეს მან ძალიან ადვილად შესძლო მარტივი თურქული ენის გამოყენებით. მართალია მან ძალიან კარგად იცოდა არაბული და სპარსული ენები, მაგრამ, იგი ხალხს თურქული ენით უხსნიდა რელიგიასაც და სუფიზმსაც.

აჰმედ იასევიმ ისლამი, სუფიზმის როლი ისლამში და საერთოდ რელიგიური ცხოვრება არა სიტყვით აუხსნა მოწაფეებს და გარშემო მყოფებს, არამედ თავისი პირადული ცხოვრებით ანახვა. იგი თავის რჩევებს და ქადაგებებს რითმული კუპლეტებისგან აგებდა, რაც ძალზედ მისახვედრი იყო მრევლისათვის და მათ დერვიშებისა და სხვა სწავლულ შეგირდების მეშვეობით ხალხში ავრცელებდა რა, ისინიც იზეპირებდნენ ამ ლექსებს და ასე თაობიდან თაობაზე გადადიოდა აჰმედ იასევის ნაწარმოებები. არც იმის თქმა დამავიწყდეს, რომ იასევის მრავალრიცხოვანი მიმდევრები ჰყავდა არა მხოლოდ შეგირდების და დერვიშების სახით, არამედ მეცნიერ მოაზროვნეების სახითაც და ყველა ესენი ემსახურებოდნენ იასევის აზროვნების ფართოდ გავრცელებას.

ასე რომ, თურქესტანელი მოაზროვნე რელიგიურ ცხოვრებას სუფისტურ აზროვნებას უხამებდა და სულიერ მოწიფულობას აღწევდა, ამიტომაც მისი შესადარებელი სუფისტი ახლო აღმოსავლეთში ძალზედ იშვიათობაა. როგორც ზემოთ ვთქვით იასევიმ თავისი შემოქმედება გააერთიანა “Divan-ı Hikmet”-ის სახელწოდების კრებულში, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ფართოდ გავრცელდა არა მხოლოდ შუა აზიაში, არამედ კავკასიაში, ანატოლიაში, ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთში, ირანში და ინდოეთში. დღეს მისი სახელობის თურქულ-ყაზახური უნივერსიტეტი მოქმედებს ყაზახეთის ქალაქ იასევში, წერს ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი გურაი ქირპიკი



მსგავსი ინფორმაციები