ბუნების საოცრება 19/2015

აღვა, გაზაფხულზე სტამბოლელების ყველაზე ხშირი მონახულების ადგილია. ზამთრობით, აქსუს და იაშილჩაის მიერ ათასობით წლის განმავლობაში დაუღალავად მოტანილ ალივიონებს ნაყოფიერი მიწები და შესანიშნავი ხედი უბოძებია ამ ადგილებისთვის. ყოველი ხევის სანაპიროზე გაშენებუ

269700
ბუნების საოცრება 19/2015

ბუნების საოცრება 19/2015
აღვა, გაზაფხულზე სტამბოლელების ყველაზე ხშირი მონახულების ადგილია. ზამთრობით, აქსუს და იაშილჩაის მიერ ათასობით წლის განმავლობაში დაუღალავად მოტანილ ალივიონებს ნაყოფიერი მიწები და შესანიშნავი ხედი უბოძებია ამ ადგილებისთვის. ყოველი ხევის სანაპიროზე გაშენებულ სასტუმროებს და სასადილოებს აღვასთვის ბუნებრივი ტურისტული შესახედაობა მიუცია. განსაკუთრებით საუცხოო სანახავია ეს ადგილები გაზაფხულსა და ზამთარში, როცა დამსვენებლებით ივსება აქაურობა. შავი ზღვის სანაპიროს ქარვისფერი ქვიშით გატაცებული ტურისტების რაოდენობის მომატებით კი უფრო იზრდება რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა. იმისათვის, რომ ეს ადგილები დაათვალიერონ ტურისტებმა, ჯერ ისევ ჯიუტად განაგრძობენ ფეხზე დგომას რეგიონში ძველი ხის სახლები. აღვაში ჩასვლამდე თქვენ თვითონაც იგრძნობთ, რომ სულ სხვა სამყაროში მოხვდით.
ამ ალტერნატიული თავისებურებების გამო, ერთი ჯგუფ აღველს ერთმანეთში შრომის განაწილებით მოუხდენია კილომეტრობით ადგილების დათვალიერება და სხვადასხვა ადგილებში ლაშქრობის პროგრამების ჩამოყალიბება. ჩვენც დღეს ერთ-ერთ იმ ადგილთაგანს მოვივლით. ჩვენი მიზანია აღვას ყველაზე პოპულარული ქილიმლის სანაპიროს მონახულება.
ლაშქრობას დავიწყებთ ქილიმლის სახელწოდების რესტორნიდან, სადაც მოგვიხდება მანქანების მიტოვებაც. აქედან უკანაც მოგვიწევს წასვლა. თუ გაზაფხულის წვიმის დროს მოხვედით აქ, იცოდეთ, რომ ტალახშიც მოგიხდებათ სიარული. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, იარეთ თავისუფლად და შეეცადეთ ნეგატიური ენერგიისგან განთავისუფლებას. დაახლოებით 500 მეტრის გავლის შემდეგ, წინ შემოგხვდებათ ტყისკენ მიმავალი კიდევ სხვა ბილიკი. აქედან უნდა იაროთ მარჯვნივ ციცაბო კალთით. სწორედ აქედან იწყება ლაჟქრობის რთული ეტაპი. მაგრამ ნურც ამის შეგეშინდებათ. ცოტა ციცაბო აღმართზე სიარულის შემდეგ, რომელიც 100 მეტრამდე გაგრძელდება, მწვანით მოსილ მინდორში ამოჰყოფთ თავს. აქედან შავი ზღვის გააფთრებული ტალღების თანხლებით მოგიწევთ სიარული. ეს არის აღვას, რომის პერიოდის ნეკროპოლი. ყურადღებით თუ დაათვალიეროთ შეამჩნევთ სარკოფაგებს და სვეტებს.
სინამდვილეში ეს არის უძველესი ქალაქის სამარხი და თქვენ იმ სამარხზე დგახართ. ქვები, რომელსაც თქვენ ეხებით, არის 2000 წლის წინანდელი ხალხის მოტანილი. აღვას წარსული ისტორია 2.700 წლამდე მიდის. შავი ზღვის, იეშილჩაის და გოქსუს ხევების მოტანილ ალუვიონებზეა გაშენებული აღვა. მრავალი კულტურებისთვის გაუწევია მასპინძლობა და არის ამის დამადასტურებელი ისტორიული ტაძრებიც. აღვა, ყოფილა უძველესი დასახლება. აქ 15 წუთის შესვენების შემდეგ, იმავე ბილიკით უნდა გააგრძელოთ გზა. აქედან კიდევ ორი კმ-ის გზა გაქვთ გასავლელი. უნდა იაროთ ზღვის პარალელურად. მარცხნივ დარჩენილი შავი ზღვის ტალღები რომლებიც კლდეებს ეხეთქება არ დაგტოვებთ მარტოდ. გზის გასწვრივ გაკეთებული აბრებით ისე კარგად არის ნაჩვენები მიმართულებები, რომ თქვენი დაბნევა და გზის არევა ყოვლად შეუძლებელია. აქედან ხან კლდეებით, ხან ტყეებით, ხან აღმართით და ხანაც დაღმართით სიარულის შემდეგ, საუცხოო ადგილას ამოჰყოფთ თავს. წყვილ ფენოვანი კლდეები და ამ კლდეებს მიხეთქებული ჯიუტი ტალღები დაგაფრთხობთ კიდეც. ჩვ.წ.აღ-დე. 60 მილიონი წლის წინაც ასე ყოფილა, ახლაც ასეა და კიდევ ვინ იცის რამდენი წელი გრძელდება მათ შორის ბრძოლა...
აქედან გასვლიდან სამი საათის შემდეგ, იმავე ადგილას მიხვალთ საიდანაც გახვედით. ქილიმლის რესტორანში, საუცხოო ბუნების თანხლებით, დალიეთ ერთი ჭიქა ცხელი ჩაი. შემდეგ რესტორანის ღია მხარეზე გადით და იქიდან გადახედეთ ტალღების და ზღვის ჭიდილს, რომელიც ჯიუტად გრძელდება. მაშინ, როცა ზღვა კლდეების ჩათრევას ცდილობს, მაგმას, კიდევ ვუკლკანების მეშვეობით მოაქვს დედამიწისთვის სხვა ახალი კლდეები... როცა დასრულდება მათ შორის ეს ბრძოლა, დედამიწაზეც დასრულდება სიცოცხლე. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა დედამიწაზე ცხოვრების დასრულებისთვისაც ბევრი ლოდინი არ დაგვჭირდება.
იმიტომ, რომ სულიერების წყლის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.
მზარდი მოსახლეობისთვის სასმელი და სახმარი წყლის რეზერვი თანდათან იცლება. თუ ყურადღებით არ მოვიხმარებთ წყალს, შვილიშვილებს კი არა შვილებსაც კი აღარ ეყოფა იგი. ცოტა წარსულს გადახედეთ, ხომ ხედავთ მილიონობით წლების განმავლობაში ტალღები როგორ განაგრძობენ ჭიდილს.
სინამდვილეში ბუნების ეს მცირედი საოცრება განა იმის მაჩვენებელი არ არის რამდენად უმწეონი ვართ ბუნების წინაშე?
მომავალ გადაცემაში კვლავ შეხვედრის იმედით...

 

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები