ჰორიზონტს მიღმა 8/2015

245220
ჰორიზონტს მიღმა 8/2015

პატ. მსმენელებო! იმის გამო, რომ ერთხელ ვევლინებით ამ ქვეყანას, თავადვე გვმართებს ჩვენი ცხოვრების გზის შერჩევა. ისეთი გზის, რომელიც სულიერად დაამშვიდებს ადამიანს. ხოლო იმისათვის, რომ კარგად გავეცნოთ ჩვენი ოცნების გზებს კვლავ დახმარებისთვის მივმართოთ საერთაშორისო სწავლების შესაძლებლობებს.
დღეს გაგაცნობთ თურქეთის ჩრდილო აღმოსავლეთის საყურადღებო ქალაქ ყარსს. ერთად ვეწვევით კავკასიის უნივერსიტეტს, რომელმაც მსოფლიოს თავი გააცნო დევიზით:-”მსოფლიოში გახსნილი მეცნიერების კარი”. ვეწვევით უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ სამი ოზჯანს. ჩვენი პირველი კითხვა კი, ამ ლამაზი ქალაქის შესახებ იქნება.
კითხვა: პატ. პროფესორო! უცხოელი სტუდენტები, უმეტესად რატომ არჩევენ ყარსს და რატომ ჩამოდიან ამ ქალაქში.
პასუხი:-ყარსი გახლავთ განათლების და კულტურის ცენტრი. მისი სახელი მომდინარეობს თურქული ტომის კარსაკებისგან.
ქალაქს მასპინძლობა გაუწევია ისეთი ტომებისთვის, როგორებიც არიან ურარტუელები, სკვითები, პარტები, სასანიდები, რომაელები, ბიზანტიელები, ქართველები, სელჩუკები, აქკუინები, ქარაკოუნები და ოსმანელები.

მისი ისტორია ემყარება ჩვ.წ აღ-დე 13,000 – 14,000 წლებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქი სრული ისტორიული მოზაიკაა. სხვადასხვა კულტურებია ქალაქში შერწყმული და შეზავებული. აქ ჩამოსული საერთაშორისო სტუდენტებიც, ალბათ ამ მოზაიკაში პოულობენ თავიანთ ფერს და ცხოვრების პულსს.
თუ თანამედროვეობის მოდელის თვალსაზრისით იკითხავთ, იგი გახლავთ თურქეთის პირველი დაგეგმილი სახით გაშენებული, თავისი თვითმყოფადობის მქონე, მოდერნიზებული ქალაქი. სატრანსპორტო თვალსაზრისით, კომფორტულია. გააჩნია ყველანაირი საცხოვრებელი პირობები, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს საზღვარგარეთიდან ჩამოსულების ადვილ ცხოვრებას.
პატ. რექტორს ახლა ვთხოვეთ ახლოს გაგვაცნოს კავკასიის უნივერსიტეტი.
პასუხი: უნივერსიტეტი ქალაქის ცენტრშია. გაიხსნა 1992 წელში და 2011 წელში გადავიდა კავკასიის უნივერსიტეტის ცენტრალური კორპუსის დანიშნულების ფაშაჩაირის კამპუსში.
მასში არის სტომატოლოგიური, ვეტერინალური, სამედიცინო, ღვთისმეტყველების, სახვითი ხელოვნების, ეკონომიკის, საამშენებლოს, არქიტექტურის, ტურიზმის, ჰუმანიტარულის, კონსერვატორიის ფიზკულტურის, მსგავსი ფაკულტეტები. არის ოთხ წლიანი სწავლება.
თუ დავეყრდნობით მცნებას ”ჯანმრთელ ორგანიზმში ჯანმრთელი სულია”, ორიოდე სიტყვასაც გეტყვით უნივერსიტეტის სპორტულ შესაძლებლობებზე.
გვაქვს სპორტული კლუბი და ასოციაცია. ახალგაზრდებს აქვთ სპორტით სარგებლობისთვის ყველანაირი პირობა.
სპორტის სხვადასხვა სახეობებში გაგვჩნია გუნდები, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტს წარადგენენ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. უნივერსიტეტს აქვს 5 ათასი კაცის ტევადობის სტადიონი, ყველანაირი მოწყობილობის ფრენბურთის და კალათბურთის დარბაზები, კორტები, ფეხბურთის მოედანი.
ყოველ წლიურად სპორტის სხვადასხვა სახეობაში ეწყობა შეჯიბრებები.
რაც შეეხება ჯანდაცვას, სტუდენტები სარგებლობენ უნივერსიტეტის ფაშაჩაირის დაბა-დასახლების ჯანმრთელობის, კვლევის და განათლების საავადმყოფოთი, რომელსაც გააჩნია ყველანაირი გამოკვლევის და მკურნალობის შესაძლებლობა.
კითხვა: გარდა ამისა, თქვენი უნივერსიტეტი როგორ პირობებს სთავაზობს საერთაშორისო სტუდენტებს?

პასუხი: დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინტერნაციონალიზმს. იქნებ ამის შედეგია, რომ საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა.
არასდროს გაგვირჩევია უცხოელი სტუდენტები და ყველანაირ მომსახურებას ვთავაზობთ მათ, რათა თავი არ იგრძნონ უცხოდ.
პირველ რიგში მათ ვაცნობთ ქალაქს და უნივერსიტეტს. ვაწყობთ ამ მიზნით სხდომებს, მათი ადაპტაციის მიზნით ვთავაზობთ საორგანიზაციო პროგრამებს.
თურქული ენის სწავლების მიზნით, ვაგზავნით ენის შემსწავლელ კურსებზე.
ევროპის, ცენტრალური აზიის, აფრიკის, რუსეთის, გერმანიის ჩათვლით მრავალი კულტურის და ერის სტუდენტები სწავლობენ ჩვენს უნივერსიტეტში. ქალაქს გააჩნია გეგმიანი სტრუქტურა, გვაქვს ადვილად მისაწვდომი და ცხოვრებისთვის სასურველი, კეთილ მოწყობილი სტუდტ-ქალაქები. ამაში თავდ სტუდენტებიც გვეთანხმებიან. უნივერსიტეტის მიმდებარე ადგილებშიც მეტად მოწესრიგებული დასახლებებია.
აქაური განათლების სისტემა არაფრით ჩამოუვარდება საერთაშორისოს.

კავკასიის უნივერსიტეტის რექტორთან პროფესორ სამი ოზჯანთან ჩვენს საუბარს ამით არ დავასრულებთ პატ. მსმენელებო, საუბარს, თქვენი თანდასწრებით მომავალ გადაცემაშიც გავაგრძელებთ.
ხელახლა შეხვედრის იმედით კარგად ბრძანდებოდეთ და გისურვებთ ნუ დაშორებოდეთ თქვენი ოცნების კვალს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები