უმაღლესი განათლება თურქეთში - 52

ანტალიაში მდებარე აქდენიზის უნივერსიტეტი (გაგრძელება)

191840
უმაღლესი განათლება თურქეთში - 52

ანტალიაში მდებარე აქდენიზის უნივერსიტეტი (გაგრძელება)

გამარჯობათ გადაცემაში ტურისტულ სამოთხედ წოდებულ ქალაქ ანტალიაზე და იქ მდებარე აქდენიზის უნივერსიტეტზე გესაუბრეთ. მოვინახულეთ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ისრაფილ ქურთჯეპჰე, რომელსაც რამდენიმე კითხვა დავუსვით. დღევანდელ გადაცემაში რექტორთან ჩაწერილი ინტერვიუს მორე ნაწილს შემოგთავაზებთ.

მომდევნო კითხვა აქდენიზის უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტებისათვის წარმოებულ სამუშაოებს შეეხება, რაზეც ისრაფილ ქურთჯეპჰემ განაცხადა: „ჩვენმა უნივერსიტეტმა ინტერნაციონალიზაციისათვის ჩატარებული სამუშაოების შედეგად უცხოელი სტუდენტების მიერ არჩეულ უნივერსიტეტებს შორის თავისი ადგილი დაიკავა. აქდენიზის უნივერსიტეტში 2012 წელში საერთაშორისო ოფისი გაიხსნა, რითაც ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია განსაზღვრა და მისი ეფექტური გამოყენება დაიწყო. ამ სამუშაოების შედეგად 2014-2015 სასწავლო წელში უცხოელი სტუდენტების მიერ შემოტანილი განცხადების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 150%-ით გაიზრდა. ამჟამად გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოსულ სტუდენტებთან ერთად ჩვენთან დაახლოებით 1300 უცხოელი სტუდენტი იღებს განათლებას“.

რა საფეხურებს გადიან უცხოელი ახალგაზრდები იმისათვის, რათა აქდენიზის უნივერსიტეტში ისწავლონ?

ისრაფილ ქურთჯეპჰე: „უცხოელმა სტუდენტებმა აქდენიზის უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტთა შესარჩევი გამოცდა წარმატებით უნდა ჩააბარონ ან აქდენიზის უნივერსიტეტის სტუდენტთა სახელმძღვანელო პრინციპით განსაზღვრული გამოცდებიდან ერთ-ერთში საკმაო რაოდენობის ქულები უდნა მიიღონ, რის შემდეგაც მიიღებენ აქდენიზის უნივერსიტეტში განათლების მიღების უფლებას. ჩვენს უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წელში უცხოელი სტუდენტების განცხადებების მიღება ონლაინ რეჟიმში დაიწყო. აბიტურიენტებს 2015 წლის 30 მარტიდან 2015 წლის 17 აპრილამდე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მისამართზე akus.akdeniz.edu.tr. აქდენიზის უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა გამოცდა (AKUS) 2014 წელში პირველად უცხოეთში გერმანიასა და აზერბაიჯანში ჩატარდა. გერმანიის ქალაქებში ბერლინსა და კიოლნში, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული გამოცდების მიმართ ახალგაზრდებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს. 2015 წელში AKUS-ის საზღვარგარეთ 10 ცენტრში ჩატარება იგეგმება.

პროფესორ ისრაფილ ქურთჯეპჰეს მომდევნიო კითხვა თურქული ენის შესწავლასა და სტიპენდიებზე დავუსვით, რაზეც მან განაცხადა: „ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტები, რომლებმაც სწავლა წელს დაიწყეს, თურქულ ენას აქდენიზის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრში სწავლობენ. თურქული ენის შემსწავლელ კურსებს შეუძლია ყველა დაესწროს, ვისაც თურქული ენის შესწავლა სურს მიუხედავად იმისა, არის თუ არა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი. ახალგაზრდებს, რომელთაც ჩვენს უნივერსიტეტში სტიპენდიის მოპოვება სურთ, პრემიერმინისტრის სამსახურის მიერ გაცემულ თურქეთის სტიპენდიებზე განცხადება შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში შეიტანონ. მისამართზე www.türkiyebursları.gov.tr რეგისტრაციის გავლა ძირითადად აპრილ-მაისში ხდება.

და ბოლო კითხვა, რატომ უნდა აირჩიონ უცხოელმა სტუდენტებმა ანტალია და აქდენიზის უნივერსიტეტი?

ისრაფილ ქურთჯეპჰე: „სტუდენტებს, რომლებიც აქდენიზის უნივერსიტეტს აირჩევენ, შესაძლებლობა მიეცემათ იცხოვრონ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ანტალიაში და ასევე აქდენიზის უნივერსიტეტის მსგავს წარმატებულ თურქეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ისწავლონ და მისი შესაძლებლობებით ისარგებლონ“ 

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები