უმაღლესი განათლება თურქეთში - 40

რიზეში მდებარე რ. თ. ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტი

158318
უმაღლესი განათლება თურქეთში - 40

რიზეში მდებარე რ. თ. ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტი


გამარჯობათ. დღევანდელ გადაცემაში თურქეთის ერთ-ერთ განსხვავებულ ქალაქ რიზეს ვეწვევით. ანტიკური ეპოქის წერილობით წყაროებში ქალაქი რიზეონად მოიხსენიება, რაც „მთის კალთას“ ნიშნავს. რიზე შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ შავი ზღვის ნაწილში მდებარეობს. იგი როგორც საპორტო ქალაქი, ჩვენი წელთ აღრიცხვის 700-იანი წლებიდან მნიშვნელოვანი დასახლებული ადგილის მნიშვნელობას ინარჩუნებს. ადგილობრივები მას ჩაისა და წვიმის დედაქალაქს უწოდებენ. ციცაბო ხეობებით, მთებით, ყინულოვანი ტბებით, ზურმუხტისფერი იალაღებით, ისტორიული თაღოვანი ხიდებით, ციხეებითა და მდინარეებით მდიდარი რიზე განსაკუთრებული ტურისტული დაბაა. აქ ასევე შესაძლებელია მდინარეებზე კანოეთი დაშვება, რაფტინგი, პარაპლანით ფრენა და ასე შემდეგ. მეზობელ ქვეყნებთან სიახლოვის გამო კულტურული მოზაიკის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითიც გახლავთ რიზე.

ახლა კი ვისაუბროთ რიზეში მდებარე რეჯებ თაიპ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტზე. ვესტუმრეთ აღნიშნული უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჰუსეინ კარამანს და ვთხოვეთ მოკლედ გაეცნო ჩვენთვის სასწავლებელი.

 რექტორმა აღნიშნა: „რეჯებ თაიპ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტია. იგი 2006 წლის 17 მარტს რიზეს უნივერსიტეტის სახელით დაარსდა და მას ამჟამინდელი სახელწოდება 2012 წლის 11 აპრილს მიენიჭა. ჩვენ შევქმენით კამპუსი, რომელშიც ქალაქია მოქცეული. ქალაქთან შერწყმული ჩვენი უნივერსიტეტის ცენტრალური კამპუსი ქალაქის ცენტრში მდებარე ზიჰნი დერინის დასახლებაა, თუმცა დაბების ჩათვლით 14 სხვადასხვა ადგილზე გვაქვს კამპუსი. რ. თ. ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტი გადებული ხიდების გამყარებას სტუდენტთა გაცვლის პროგრამის მეშვეობით ცდილობს“.

რექტორს ვკითხეთ სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანი სტიპენდიებისა და საცხოვრებლების თემაზე, რაზეც მან განაცხადა: „ჩვენი უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. სწავლის მანძილზე სტუდენტების საცხოვრებლის, სტიპენდიების, ჯანდაცვის, სოციალური და კულტურული ღონისძიებების კუთხით ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ვცდილობთ. სახელმწიფო საერთო საცხოვრებლის გარდა ფუნქციონირებს კერძო საერთო საცხოვრებლებიც. სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით გავცემთ საჭიროების, წამახალისებელ და წარმატების შესაბამის სტიპენდიებს. გარდა ამისა, ჩვენი უნივერსიტეტის განვითარების ფონდი საუნივერსიტეტო გამოცდებზე წარმატების მიმღწევ სტუდენტებს, რომლებიც სასწავლებად ჩვენს უნივერსიტეტს აირჩევენ, 1000-დან 1500 ლირამდე სტიპენდიას აძლევს.

რექტორს ასევე ვთხოვეთ მოგვაწოდოს ინფორმაცია რიზეში არსებული ფასების შესახებ: “რიზეში ცხოვრების სტანდარტების მიხედვით ფასები განსახვავებულია, თუმცა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ სტუდენტების ბიუჯეტს იგი დარტყმას არ მიაყენებს. მაგალითად, სტუდენტს ყოველთვიურად დაახლოებით 200-400 ევრო დასჭირდება. მსურველებს სასწავლებელთან ახლოს შეუძლიათ ავეჯიანი ბინის დაქირავება ან სახელმწიფო საერთო საცხოვრებელში დარჩენა“.

რიზესა და უნივერსიტეტზე სასაუბრო, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და მას პროგრამის მომდევნო ნომერში გავაგრძელებთ. 

.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები