რაფაჰში ისრაელის თავდასხმების შედეგად ათეულობით პალესტინელი დაიღუპა

რაფაჰში ისრაელის თავდასხმების შედეგად ათეულობით პალესტინელი დაიღუპა

2144414
რაფაჰში ისრაელის თავდასხმების შედეგად ათეულობით პალესტინელი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, ღაზას სექტორში, ქალაქ რაფაჰში, ისრაელის არმიის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 40 პალესტინელი დაიღუპა.

პალესტინის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს იძულებით გადაადგილებული პალესტინელების კარვები, რომლებიც ცხოვრობენ იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც მდებარეობს გაეროს დახმარებისა და პალესტინელ ლტოლვილთა სამუშაო სააგენტოს (UNRWA) კარვები, ქალაქ რაფაჰის ჩრდილო-დასავლეთით.

პირველადი მონაცემებით, თავდასხმას სულ მცირე 40 პალესტინელი შეეწირა.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოებში გადაიყვანა მრავალი პალესტინელის ცხედარი, მათ შორის ქალებისა და ბავშვები და ასევე მრავალი დაშავებული.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „მრავალი პალესტინელი დაიღუპა და დაშავდა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების სასტიკი დაბომბვის შედეგად ქალაქ რაფაჰში მდებარე დევნილი პალესტინელების ბანაკზე. თავდასხმების შედეგად დაკარგულების სამძებრო სამუშაოები გრძელდება.“

თავის მხრივ, თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ბანაკზე სულ მცირე 8 რაკეტით განახორციელეს თავდასხმა.



მსგავსი ინფორმაციები