ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელით ათობით ადამიანი დაიღუპა

ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელით ათობით ადამიანი დაიღუპა

2154586
ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელით ათობით ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის სამხრეთ შტატ ტამილნადუში 29 ადამიანი დაიღუპა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელით.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 100-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოებში მკურნალობს, რომელთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

ცნობისათვის, ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე ბიჰარის შტატში, სადაც ალკოჰოლი 7 წელია აკრძალულია, 2023 წელს ფალსიფიცირებული ალკოჰოლის გამო 20 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები