ჰაჯის რიტუალის შესასრულებლად წასული 1301  ადამიანი გარდაიცვალა

ჰაჯის რიტუალის შესასრულებლად წასული 1301  ადამიანი გარდაიცვალა

2155282
ჰაჯის რიტუალის შესასრულებლად წასული 1301  ადამიანი გარდაიცვალა

საუდის არაბეთმა გამოაცხადა, რომ წმინდა მიწაზე ჰაჯის რიტუალის შესასრულებლად წასული 1301  ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰდ აბდურაჰმან ალ-ჯელაჯელმა არხის Al-Ihbariyye-სთვის გაკეთებულ განცხადებაში ისაუბრა იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლებიც წმინდა მიწებზე იმყოფებიან ჰაჯის რიტუალის შესასრულებლად.

მან აღნიშნა, რომ წელს რეგიონში "ძალიან ცხელი ამინდი" დაფიქსირდა და ბევრ ადამიანზე, ვინც წმინდა მიწებზე იმყოფებოდა, ამან გავლენა მოახდინა.

საუდელმა მინისტრმა განაცხადა, რომ გარდაცვლილთა რიცხვი 1301-მდე გაიზარდა და მათ 83 პროცენტს არ ჰქონდა ჰაჯის აღსრულების ნებართვა და ზოგიერთი ადამიანი, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ცუდია, აგრძელებს მკურნალობას.

ჯელაჯელმა აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა „მზის ქვეშ შორ მანძილზე სიარულმა, მათმა ხანდაზმულმა ასაკმა და ქრონიკულმა დაავადებებმა“.

მისივე თქმით, მათ სამედიცინო მომსახურება გაუწიეს წმინდა მიწაზე ჩასულ 1 მილიონ 300 ათასზე მეტ მომლოცველს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.


საკვანძო სიტყვები: #ჰაჯი , #საუდის არაბეთი

მსგავსი ინფორმაციები