აშშ „მოუთმენლად“ ელოდება თურქეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებას
აშშ „მოუთმენლად“ ელოდება თურქეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებას
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „მოუთმენლად“ ელოდება თურქეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, ნატოს სამიტზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საგარეო ადმინისტრაციულ საკითხებში ჯონ ბასმა ხაზი გაუსვა თურქეთის მნიშვნელობას ნატოს სამიტამდე, რომელიც მომავალ თვეში დედაქალაქ ვაშინგტონში გაიმართება.
ჯონ ბასმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ონლაინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე პასუხისმგებელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „მოუთმენლად“ ელოდება თურქ კოლეგებთან ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვედრების გამართვას.
„ჩვენ მოუთმენლად ველით თურქეთის მთავრობასთან დისკუსიების გაგრძელებას, ხელმძღვანელობის დონეზე თუ ოფიციალურ დელეგაციებს შორის ურთიერთქმედებისას, ალიანსის (ნატოს) მეშვეობით ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაზე როგორც მოქმედ საკითხებზე, ისევე სხვა უსაფრთხოების საკითხებზე. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთი ალიანსში უსაფრთხოების და სხვა მრავალ საკითხებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.“, - განაცხადა ბასმა.
ცნობისათვის, 9-11 ივლისს ვაშინგტონში, ტრანსატლანტიკური ალიანსის 75 წლის იუბილეს ფარგლებში დაგეგმილია ალიანსის ლიდერების დონის სამიტის ჩატარება.
მსგავსი ინფორმაციები
ისრაელის თავდასხმები ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად: დაღუპულია 38 ადამიანი
ისრაელის თავდასხმები ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად: დაღუპულია 38 ადამიანი