რუსეთი პალესტინელ ემიგრანტებს დაღესტანში განათავსებს

რუსეთი პალესტინელ ემიგრანტებს დაღესტანში განათავსებს

2073271
რუსეთი პალესტინელ ემიგრანტებს დაღესტანში განათავსებს

25 ნოემბრის მონაცემებით, დაღესტნის რესპუბლიკაში ღაზადან ევაკუირებული 150-ზე მეტი ემიგრანტი ჩავიდა. დაღესტანში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ეს ადამიანები დროებით დასასვენებელ დაწესებულებაში განათავსეს. მათგან 70-ზე მეტი ბავშვია. მათ შორის არიან ექიმები, მასწავლებლები, მთარგმნელები და ენათმეცნიერები.

დაღესტნის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი მელიკოვმა საკითხთან დაკავშრებით გაკეთებულ შეფასებებში განაცხადა: „ჩამოსულებს სურთ ახალი ცხოვრების აშენება და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ამ ცხოვრების აშენებაში.“

მანამდე კი დაღესტნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა იაჰია ბუჩაევმა განაცხადა, რომ რეგიონში ჩასული პალესტინელი ბავშვები სოფელ გამიას სკოლებსა და საბავშვო ბაღებში განთავსდებიან.

თავის მხრივ, ნოემბრის შუა რიცხვებში დაღესტანმა ღაზაში 30 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა.



მსგავსი ინფორმაციები