ამერიკა უკრაინას იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით პრიორიტეტს მიანიჭებს

ამერიკა უკრაინას იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით პრიორიტეტს მიანიჭებს

2154584
ამერიკა უკრაინას იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით პრიორიტეტს მიანიჭებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას პატრიოტისა და ეროვნული გაფართოებული სახმელეთო-საჰაერო სარაკეტო სისტემის (NASAMS) გადაზიდვებზე მათი გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე პრიორიტეტი მიენიჭება.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ დღის წესრიგთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინას საკუთარი მარაგებიდან უჭერს მხარს და, რომ სხვა პარტნიორებსაც დიდი წვლილი შეაქვთ, უკრაინის მხარდაჭერაში, მაგრამ, მეტი სასწრაფო დახმარების გაწევაა საჭირო.

„აშშ-მ მიიღო რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება პატრიოტებისა და NASAMS-ების უკრაინაში გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებში უნდა გაგზავნილიყო, მაგრამ, გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე უკრაინაში გაიგზავნება“, განაცხადა კირბიმ.

საუბარია ასობით სარაკეტო სისტემაზე.

კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ რუსეთს ძლიერი გზავნილი გაუგზავნა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების გამო სხვა ქვეყნებში გადაზიდვები გადაიდება.



მსგავსი ინფორმაციები