ნიუ-დელში ანომალური სიცხეების გამო ასზე მეტი უსახლკარო ადამიაი დაიღუპა

ნიუ-დელში ანომალური სიცხეების გამო ასზე მეტი უსახლკარო ადამიაი დაიღუპა

2154533
ნიუ-დელში ანომალური სიცხეების გამო ასზე მეტი უსახლკარო ადამიაი დაიღუპა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ბოლო 9 დღეში ანომალური სიცხეების გამო 192 უსახლკარო ადამიანი დაიღუპა.

გაზეთ India Today-ის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაცია, ჰოლისტიკური განვითარების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 11-19 ივნისის პერიოდში ანომალური სიცხეების გამო დაღუპული უსახლკარო ადამიანების რიცხვი 192-მდე გაიზარდა.

ანგარიშის მიხედვით, ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი უსახლკარო დაიღუპა ძლიერი სიცხეების გამო.

ჰოლისტიკური განვითარების ცენტრის დირექტორმა სუნილ კუმარ ალედიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საგანგაშო სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე უნდა იქნას მიღებული ქმედითი ზომები უსახლკაროების, საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფისთვის.

მეორეს მხრივ, ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ანომალური სიცხეების გამო, 1 მარტიდან 18 ივნისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 40 ათას 272 უარყოფითი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 457 შემთხვევა, 18 ივნისს დაფიქსირდა.

დედაქალაქ ნიუ-დელიში ყველა დროის ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 29 მაისს, 52,9 გრადუსით დაფიქსირდა.



მსგავსი ინფორმაციები