რა საკითხები იქნა განხილული ჰაქან ფიდან-ენტონი ბლინკენის შეხვედრაზე?

რა საკითხები იქნა განხილული ჰაქან ფიდან-ენტონი ბლინკენის შეხვედრაზე?

2061175
რა საკითხები იქნა განხილული ჰაქან ფიდან-ენტონი ბლინკენის შეხვედრაზე?

გუშინ ანკარაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის სრული შეწყვეტა „დაუყონებლივ“ უნდა გამოცხადდეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროების ინფორმაციით, ჰაქან ფიდანმა და ენტონი ბლინკენმა შეხვედრაზე განიხილეს ღაზას სექტორში არსებული ვითარება, რეგიონული საკითხები და ორმხრივი ურთიერთობები.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის, ორი სახელმწიფოს ფორმატში გადაწყვეტისთვის ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას და განიხილეს ნატოს გაფართოების პროცესი შვედეთის წევრობის ფარგლებში.


საკვანძო სიტყვები: #ენტონი ბლინკენი , #ჰაქან ფიდანი

მსგავსი ინფორმაციები