აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გეგმავს მოუწოდოს ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის დაწყებისკენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გეგმავს მოუწოდოს ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის დაწყებისკენ

2059687
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გეგმავს მოუწოდოს ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის დაწყებისკენ

აშშ მოუწოდებს ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის დაწყებისკენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გეგმავს მოუწოდოს ისრაელს დათანხმდეს ღაზის სექტორზე თავდასხმების შეჩერებას, რათა მოხდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და ევაკუაცია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში პარასკევს ჩავა.

ეს ვიზიტი ბლინკენის მეორე ვიზიტი იქნება ისრაელისა და ჰამასის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალურ პირებთან შესახვედრად.

ვაშინგტონიდან ახლო აღმოსავლეთში მიმავალმა ბლინკენმა თქვა, რომ ისრაელში ვიზიტის დროს განიხილავს კონკრეტულ გზებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ტკივილის შესამცირებლად.

თუმცა, ამ განცხადებების პარალელურად აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა (პენტაგონმა) გამოაცხადა, რომ ისინი არ უჭერენ მხარს ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტას, იმის გამო, რომ ეს გამოიწვევს ჰამასის მიერ "ხელახლა ძალის მოკრებას".


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #ღაზა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები