პაკისტანში აფეთქების შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა
პაკისტანში, ქალაქ პეშავარში აფეთქების შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა
2035753
პაკისტანში, ქალაქ პეშავარში აფეთქების შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.
ტელეკომპანია Geo News-ის ცნობით, სამხედრო მანქანაზე, რომელიც პატრულირებდა პეშავარში, ხეიბერ-პახტუნხვას პროვინციაში ხალხმრავალ ქუჩაზე, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით თავდასხმა მოხდა.
აფეთქების შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, 6 ჯარისკაცი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაჭრილი ჯარისკაცებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.
მსგავსი ინფორმაციები
ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს
ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს