ჰუსიტები სამ გემს თავს დაესხნენ

ჰუსიტები სამ გემს თავს დაესხნენ

2153063
ჰუსიტები სამ გემს თავს დაესხნენ

იემენში ირანის მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 გემს დაარტყეს ბალისტიკური რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.

ჰუსიტების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გემები სახელად SeaGuardian და Athena წითელ ზღვაში და გემი სახელად Verbena ომანის ზღვაში დაბომბეს ბალისტიკური რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.

აღინიშნა, რომ თავდასხმები განხორციელდა პალესტინაში განვითარებული მოვლენებისა და ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის იემენზე თავდასხმების საპასუხოდ.

აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ კი განაცხადა, რომ წითელ ზღვაში განადგურდა ორი საპატრულო კატარღა, გემი და უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც ჰუსიტებს ეკუთვნოდა.


საკვანძო სიტყვები: #ჰუსიტები

მსგავსი ინფორმაციები