პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკების პირობები დაასახელა

პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკების პირობები დაასახელა

2153136
პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკების პირობები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავისი ქვეყნის პირობები უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დაასახელა.

დედაქალაქ მოსკოვში ვლადიმერ პუტინმა შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღლი რანგის წარმომადგენლებთან.

15-16 ივნისს შვეიცარიაში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტთან დაკავშირებით, პუტინმა განაცხადა: „ჩვენ არ მიგვიწვიეს შვეიცარიის კონფერენციაზე. შეუძლებელია უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის გამოსავლის პოვნა რუსეთის გარეშე და ძნელია საკითხის ჩვენთან დიალოგის გარეშე“.

პუტინმა თქვა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო პირობებია დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ასევე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან უკრაინული ჯარების გაყვანა და კიევის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა.

პუტინმა თქვა: „დღეს ჩვენ კვლავ ვთავაზობთ უკრაინას რეალურ სამშვიდობო შეთავაზებას. ჩვენ ვთავაზობთ დროებითი ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტების დასრულებას და არა საკითხის გაყინვას“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ლიდერმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, რითაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი.

პუტინმა თქვა, რომ ის მიზნად ისახავს ქვეყნის დემილიტარიზაციას და დენაციზმს, რათა თავიდან აიცილოს კიევი ნატოში გაწევრიანებაში და შეინარჩუნოს იგი რუსეთის გავლენის სფეროში.



მსგავსი ინფორმაციები