ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს

ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს

2153066
ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან შესთავაზა ფინანსური ვალდებულება მოკავშირე ქვეყნებს, რაც მოიცავს უკრაინისთვის ყოველწლიურად მინიმუმ 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას იმ პერიდოის განმავლობაში, რამდენიც დასჭირდება.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პირველი დღის სესიის ბოლოს იენს სტოლტენბერგმა პრესისთვის განცხადება გააკეთა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერაა, ამ ქვეყანას თითქმის მთელ სამხედრო მხარდაჭერას ნატოს მოკავშირეები უწევენ და რომ ახალი გეგმა ამ მხარდაჭერას მყარ საფუძვლებზე დააყენებს და უზრუნველყოფს პროგნოზირებადობას.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეების წლიური სამხედრო დახმარება უკრაინისთვის დაახლოებით 40 მილიარდ ევროს შეადგენს და ის სთავაზობს ამ თანხის მინიმალურ კრიტერიუმად განსაზღვრას და მისი უზრუნველყოფას მანამ, სანამ უკრაინას ეს სჭირდება.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #უკრაინა , #ნატო

მსგავსი ინფორმაციები