ლიბიაში შეტაკებები გრძელდება

ლიბიის ტრიპოლის უნივერსიტეტმა დედაქალაქში შეტაკებების გამო სწავლა და გამოცდები შეაჩერა

2024493
ლიბიაში შეტაკებები გრძელდება

ლიბიაში შეტაკებების გამო უნივერსიტეტში სწავლა შეჩერდა

ლიბიის ტრიპოლის უნივერსიტეტმა დედაქალაქში შეტაკებების გამო სწავლა და გამოცდები შეაჩერა.

უნივერსიტეტის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ტრიპოლის უნივერსიტეტის რექტორატი იტყობინება, რომ სამშაბათს შეაჩერა სასწავლო, საგამოცდო და ადმინისტრაციულ საკითხებზე მუშაობა“.

მეორეს მხრივ, საერთაშორისო მიტიკის აეროპორტის სპიკერმა სულეიმან ალ-ჯუჰეიმ კერძო ტელეარხ ლიბია ალ-აჰრარისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დედაქალაქში დაძაბულობის გამო რამდენიმე ავიაკომპანიამ თვითმფრინავები მიტიკას საერთაშორისო აეროპორტიდან მისრატას აეროპორტში გადაიტანა.

ორშაბათს საღამოს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, განაცხადა, რომ დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში მოხდა შეტაკებები ლიბიის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილება "რადას" და ეროვნული ერთიანობის მთავრობასთან არსებულ „444 ბრიგადას“ შორის.

ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ შეტაკებები გრძელდება დედაქალაქის სამხრეთით, აინ ზარას რაიონთან.

თვითმხილველების თქმით, ორივე შეიარაღებული ჯგუფის სამხედრო მანქანები განლაგებულია დედაქალაქის უბნებში სალაჰადდინში, აინ ზარასა და ტარიკ ალ-შათში.

არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, მოყვა თუ არა მსხვერპლი შეტაკებებს.

კონფლიქტებსა და მათ გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ეროვნული ერთიანობის მთავრობასა და საპრეზიდენტო საბჭოს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში, 28 მაისს, მხარეებს შორის ხანმოკლე შეტაკება მოხდა უსაფრთხოების აღნიშნული ჯგუფებიდან ერთი უფლებამოსილის დაკავების გამო.


საკვანძო სიტყვები: #შეტაკებები , #კონფლიქტი , #ლიბია

მსგავსი ინფორმაციები