აღიარებენ თუ არა ევროკავშირის ქვეყნები პალესტინას სახელმწიფოდ?

აღიარებენ თუ არა ევროკავშირის ქვეყნები პალესტინას სახელმწიფოდ?

2137612
აღიარებენ თუ არა ევროკავშირის ქვეყნები პალესტინას სახელმწიფოდ?

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მათ შორის ირლანდია და ესპანეთი, 21 მაისს განიხილავენ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას.

ირლანდიის ტელე-რადიო მაუწყებლობის (RTE) ახალი ამბების მიხედვით, გააქტიურდა კონტაქტები ირლანდიას, ესპანეთს, სლოვენიასა და მალტას შორის პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით.

ირლანდიის ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის, მაიკლ მარტინის პრესსპიკერმა ასევე დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ირლანდია და ესპანეთი, 21 მაისს გამოაცხადებენ, რომ აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირლანდია, სლოვენია, მალტა და ნორვეგია მხარს უჭერენ აღნიშნულ ინიციატივას, რომელსაც ესპანეთი ლობირებს.

შეგახსენებთ, რომ პალესტინის სახელმწიფო ამჟამად აღიარებულია ევროკავშირის 8 წევრის მიერ, მათ შორის ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის და შვედეთის.



მსგავსი ინფორმაციები