ჯო ბაიდენმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ჯო ბაიდენმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

2137259
ჯო ბაიდენმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ ისრაელი რაფაჰში ფართომასშტაბიან თავდასხმებს გააგრძელებს, ის ამ ქვეყანაში იარაღის გაგზავნას შეწყვეტს.

CNN-თან ინტერვიუში ჯო ბაიდენმა ღაზაში არსებული სიტუაცია და ასევე მისი ქვეყნის დამოკიდებულება, იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ყოვლისმომცველ სახმელეთო შეტევას განახორციელებს რაფაჰზე, შეაფასა.

რაც შეეხება მისი ადმინისტრაციის მიერ გასულ კვირას დაახლოებით 900 კილოგრამიანი ბომბების გაგზავნის შეჩერებას ისრაელში, ბაიდენმა თქვა: „ღაზაში სამოქალაქო პირები დაიღუპნენ ამ ბომბების და სხვა გზების შედეგად, რომლითაც (ისრაელი) შევიდა სამოქალაქო მოსახლეობის ცენტრებში“.

ინტერვიუს დროს ბაიდენმა ასევე აღიარა, რომ ამერიკული წარმოების ბომბები გამოიყენეს ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად.

ბაიდენმა შეახსენა, რომ ადრეც არაერთხელ გააფრთხილეს ისრაელი რაფაჰზე ყოვლისმომცველი სახმელეთო შეტევის განხორციელების შესახებ და აღნიშნა, რომ მან ეს საკითხი ნათლად გამოხატა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს.

აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა: „მათ ჯერ არ დაუწყიათ ფართომასშტაბიანი შეტევა ქალაქ რაფაჰზე. თუ ისინი ამას განახორციელებენ, მე ნათლად განვაცხადე, რომ იარაღს აღარ გავაგზავნით“.

ცნობისათვის, გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა თითქმის 35 ათასი პალესტინელი, ძირითადად ბავშვები და ქალები.



მსგავსი ინფორმაციები