ირანმა საუდის არაბეთში ელჩი დანიშნა

ირანმა საუდის არაბეთში ელჩი დანიშნა

1989454
ირანმა საუდის არაბეთში ელჩი დანიშნა

ცნობილი გახდა, რომ ირანმა რიადის ახალ ელჩად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალი რეზა ინაეთი დანიშნა.

ირანის სასამართლო ხელისუფლების მედია ორგანოს, Mizan-ის ცნობით, ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ ალი რეზა ინაეთი დაინიშნა ირანის ელჩად რიადში.

ინაეთი ადრე მუშაობდა ირანის ელჩად ქუვეითში.

ცნობისათვის, ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი 7 წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის 10 მარტს დაიწყო.

ამის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდიმ 6 აპრილს პეკინში პირისპირ შეხვედრა გამართეს და ორი ქვეყნის საელჩოების გახსნაზე, ორ ქვეყანას შორის ფრენების განახლებასა და ვიზების გამარტივებაზე შეთანხმდნენ.

ამ მოვლენების შემდეგ პირველი მაღალი დონის ვიზიტი ირანიდან საუდის არაბეთში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა, იჰსან ჰანდუზიმ თავის დელეგაციასთან ერთად, 11 მაისს ქალაქ ჯიდაში განახორციელა.



მსგავსი ინფორმაციები