მექსიკაში კვირის ბოლოს შეიარაღებული თავდასხმების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში კვირის ბოლოს შეიარაღებული თავდასხმების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

1984055
მექსიკაში კვირის ბოლოს შეიარაღებული თავდასხმების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში კვირის ბოლოს შეიარაღებული თავდასხმების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 18 ადამიანი ემსხვერპლა ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმებს, რომლებიც მოხდა მექსიკის ქალაქ ხუარესში კვირის ბოლოს.

მექსიკურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის გრანდმასა და პროლეტარიას ქუჩებში 14 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხოლო 4 ადამიანის ცხედარი მიკროავტობუსში და პიკაპში აღმოაჩინეს.

შიშობენ, რომ ძალადობა კიდევ უფრო გაიზრდება.

პოლიციის შეფასებით, მომხდარი მოწინააღმდეგე ბანდებს შორის დაპირისპირებით არის გამოწვეული და მათ მოქმედებები გააძლიერეს.

უშიშროების ძალებმა დაღუპულთაგან ზოგიერთი ხელებშეკრული და თვალებახვეული იპოვა.

ხუარესი, ერთ-ერთი ქალაქი, სადაც ძალადობა ყველაზე ხშირია ქვეყანაში, ნარკოკარტელების ძალაუფლებისთვის ბრძოლის ადგილიად გადაიქცა.



მსგავსი ინფორმაციები