მექსიკაში მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 343 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს

მექსიკის აღმოსავლეთში მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 343 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს

1956255
მექსიკაში მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 343 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს

მექსიკის აღმოსავლეთში მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 343 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს.

მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის (INM) მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერაკრუსის შტატში სატვირთო მანქანაში აღმოაჩინეს ემიგრანტები ჰონდურასიდან, ელ სალვადორიდან, გვატემალადან და ეკვადორიდან.

INM-მა აღნიშნა, რომ ნაპოვნი 343 ემიგრანტიდან 103 მცირეწლოვანი ბავშვი იყო.

გენერალურმა პროკურატურამ (FGR) და კრიმინალურმა საგამოძიებო სააგენტომ (AIC) განაცხადეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ვარაუდობენ, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ადამიანების კონტრაბანდისტებმა ემიგრანტები მოატყუეს და დაპირდნენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიყვანდნენ.

INM-მა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ ქვემო კოლიფორნიის შტატში სასტუმროს ერთ ოთახში 79 მიგრანტი იპოვეს.

მექსიკის ხელისუფლების მონაცემებით, ქვეყანაში 8,76 მილიონი უსაბუთო ემიგრანტი ცხოვრობს.


საკვანძო სიტყვები: #არალეგალი მიგრანტები , #მექსიკა

მსგავსი ინფორმაციები