ოლექსი რეზნიკოვი გარანტიას იძლევა

ოლექსი რეზნიკოვი გარანტიას იძლევა

1941610
ოლექსი რეზნიკოვი გარანტიას იძლევა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ისინი არ დაესხმებიან რუსულ მიწებს იმ იარაღით, რომელსაც მოკავშირეები მისცემენ.

რეზნიკოვმა, უკრაინა-ევროკავშირის კომისიის სხდომაზე, რომელიც დედაქალაქ კიევში გაიმართა, შეაფასა მოკავშირეების მიერ უკრაინის არმიისთვის იარაღის დახმარების საკითხი. რეზნიკოვმა განაცხადა, რომ მათ სურთ დაასრულონ Patriot-ის და SAMP-T-ის სისტემების, ისევე როგორც ახალი IRIS-T-ს და NASAMS-ის გადაზიდვები რაც შეიძლება მალე.

მისივე თქმით, უკრაინა მზად არის გარანტია მისცეს, რომ არ დაესხმება რუსეთის ტერიტორიაზე გრძელ-რადიუსიანი რაკეტებით.

„300 კილომეტრის მანძილიდან დარტყმის შესაძლებლობას რომ მივიღებთ, რუსული არმია ვერ შეძლებს თავდაცვის ორგანიზებას და მოუწევს უკან დახევა. უკრაინა მზადაა მოგცეთ გარანტია, რომ თქვენი იარაღი არ იქნება გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისას. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის საკმარისი სამიზნეები. ჩვენ მზად ვართ კოორდინაცია გავუწიოთ მიზნების არჩევას ჩვენს პარტნიორებთან“, განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.



მსგავსი ინფორმაციები