აშშ ოკინავაზე ჯარებს განათავსებს
აშშ ოკინავას პრეფექტურაში საზღვაო ქვეითთა კორპუსში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებს განათავსებს.
ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე შორეული კუნძულების დასაცავად ოკინავას პრეფექტურაში საზღვაო ქვეითთა კორპუსში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებს განათავსებს.
სააგენტო Kyodo-ს იაპონიის და აშშ-ის დიპლომატიური წყაროების მიხედვით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი ქვეყანა მიზნად ისახავს გაზარდოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა რეგიონული საფრთხეების ფონზე.
შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით, ტაივანის სრუტესთან ახლოს მდებარე კუნძულ პრეფექტურა ოკინავას სანაპიროზე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებს განათავსებს.
სამხედრო ძალა, რომელიც აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ბაზაზე იფუნქციონირებს, მხარს დაუჭერს იაპონიის შეკავების შესაძლებლობებს.
ინტერვენციული ძალა, რომელშიც შევა დაახლოებით 2000 ჯარისკაცი და ექნება გადაადგილების მოქნილობა, ხელს შეუწყობს იაპონიის კუნძულების დაცვას მტრის თავდასხმის შემთხვევაში.
დანაყოფის განლაგების თარიღის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კუნძული პროვინცია, რომელიც მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში, სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რომელიც ზრდის მის სარაკეტო ტესტებს და ჩინეთის წინააღმდეგ, რომელიც აძლიერებს რეგიონულ გავლენას.