რუსეთი აცხადებსა, რომ უკრაინის არმიის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 63 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის განცხადებით კი თავდასხმის შედეგად დაახლოებით 400 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

1926928
რუსეთი აცხადებსა, რომ უკრაინის არმიის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 63 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის არმიის სარაკეტო თავდასხმის შედეგად მაკეევკასთან 63 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განცხადება გააკეთა რუსეთის არმიის მოქმედებებზე უკრაინაში ომში, რომელიც 24 თებერვლიდან გრძელდება.

მისი თქმით, უკრაინის არმიამ დონეცკის რეგიონის მაკეევკას დასახლებასთან ახლოს რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დროებით განლაგებას შეუტია და ამერიკული წარმოების HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან გასროლილი 6 რაკეტიდან 2 რუსულმა ავიაციამ ჩამოაგდო

„4 მაღალი გამანადგურებელი ძალის მქონე რაკეტის აფეთქების შედეგად დროებითი განლაგების პუნქტის ნაწილში 63 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა“. -  თქვა კონაშენკოვმა.

მან აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო ნაწილები აგრძელებენ ოპერაციებს უკრაინაში და რომ რუსული საჰაერო ძალების მაღალი სიზუსტის იარაღით თავდასხმების შედეგად, უკრაინის არმიის 70-ზე მეტი უცხოელი მებრძოლი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა დონეცკის რეგიონში მარკოვოსა და კრამატორსკში და ხარკოვის რეგიონის ნოვოოსინოვოს დასახლებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის დონეცკის რეგიონში რუსული არმიის მიერ კონტროლირებად ქალაქ მაკეევკაში, ყაზარმად გამოყენებულ ცენტრზე თავდასხმის შედეგად დაახლოებით 400 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #მაკეევკა , #ომი , #რუსეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები