აშშ, კანადა და იაპონია ყინვებმა დააზარალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სიცივემ ქვეყნის ორი მესამედი დააზარალა

1923551
აშშ, კანადა და იაპონია ყინვებმა დააზარალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სიცივემ ქვეყნის 2/3 დააზარალა. 200 მილიონზე მეტი ამერიკელი ქარბუქს ებრძვის.

13 შტატს „საგანგებო მდგომარეობა“ აქვს გამოცხადებული. ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა მინუს 45 გრადუსამდე დაეცა. ქარბუქის გამო მანქანები გზებზე გაიჭედა.

ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, მაგრამ აშშ-ს პრესა იტყობინება, რომ ყინვის გამო ქვეყნის მასშტაბით 26 ადამიანი დაიღუპა.

ასი ათასამდე სახლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა. ნავთობის ჭაბურღილები გაიყინა. ამინდის არახელსაყრელი პირობების გამო 8000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. შეფერხებები მოხდა 25 ათასზე მეტ რეისზე.

ყინვებია ფლორიდაშიც. მოსალოდნელია, რომ დღეიდან ბევრ რეგიონში ტემპერატურა სეზონურ ნორმას დაუბრუნდება.

ძლიერი ქარი და ძლიერი თოვლია ასევე კანადაში.

ელექტროენერგიის გათიშვები მოხდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მატარებლის მოძრაობა შეფერხდა. ტორონტოში არაერთი საჰაერო რეისი გაუქმდა. აეროპორტში თვითმფრინავების აფრენას ათასობით ადამიანი ელოდა.

გაკეთდა გაფრთხილება, რომ არ ადამიანებმა არ იმოგზაურონ, თუ ეს აუცილებელი არ იქნება.

იაპონიაში 14 ადამიანი დაიღუპა და 87 დაშავდა სტიქიური უბედურებებისა და ავარიების შედეგად, რომლებიც გამოწვეული იყო სიცივით.

ზოგიერთ ქალაქში მოძრაობა პარალიზებული იყო, თითქმის 2000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გზები დაიკეტა და მატარებლის მოძრაობა შეჩერდა.


საკვანძო სიტყვები: #ყინვა , #იაპონია , #კანადა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები